საიტის მკითხველები და უბრალოდ ნაცნობები მომმართავენ კითხვით - რას ნიშნავს, როცა პერიოდულად საათის ციფერბლატზე, მობილურის ეკრანზე, ქუჩის აბრებზე მოულოდნელად წყვილ რიცხვებს აწყდებიან. ეს გაუცნობიერებლად ხდება და სულაც არ არის გამოწვეული იმით რამდენად დაკვირვებული მზერა გვაქვს ან გაფანტული გონება. როგორც აღმოჩნდა, ეზოთერულად ეს სამყაროს ნიშანია იმისა, რომ დროა კონკრეტული სურვილები ჩაიფიქროთ და კოსმოსი ყველანაირად შეგიწყობთ ხელს მის ასრულებაში.
ამიტომ თუკი დროდადრო მობილურის ეკრანზე ან სულაც ქალაქის საათზე აწყდებით რიცხვებს 13:13, 11:11, 15:15 ნუ შეგეშნიდებათ - ფსიქოლოგიური პრობლემები არ გაქვთ არც გადაღლის ბრალია რამე.
თუმცა დღეს კიდევ რამდენიმე ფაქტორზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომელიც ნუმეროლოგთა აზრით, სურვილების სწორად ჩაფიქრება-ასრულების პროცესს აჩქარებს.
კერძოდ ეს არის დაბადების თარიღები. ეზოთერიკოსებსა და ნუმეროლოგებს მიაჩნიათ, რომ საკუთარ დაბადების თარიღებს, მათ ჯამს ან ნამრავლს ნებისმიერი სახით შეუძლია ჩვენს ცხოვრებაში ე.წ. "ბედნიერი რიცხვების" როლი ითამაშონ . ასე მაგალითად, თუ თქვენ დაიბადეთ 10.08. 1980 ნებისმიერი კომბინაცია თუნდაც გადანაცვლებულ ვარიანტში ამ რიცხვებისა აუცილებლად მოგიტანთ ბედნიერებას და წარმატებას.
ერთ-ერთი, ძალზე დადებითი ენერგეტიკის მქონე რიცხვია შვიდიანი. იგი ნუმეროლოგების აზრით, ფარულ ტალანტებსა და ნიჭზე აგებს პასუხს. ამიტომ იმ შემთხვევაში თუ საკუთარ ხასიათში რაიმე დადებითი თვისების გააქტიურებას და გაბევრებას ესწრაფვით შვიდიანის ენერგეტიკა ნებისმიერი ფორმით (სურვილის შვიდჯერ გამეორება, შვიდჯერ დაწერა და ა.შ.) დაგეხმარებათ ამაში.
დაბოლოს, კიდევ ერთი დადებითი, ენერგეტიკული "კორიდორი" იხსნება მაშინ, როცა ჩვენი სურვილები, ახალი საქმის წამოწყება ან ურთიერთობების დაწყება ემთხვევა წლის წყვილ მაჩვენებლებს - მაგ. შვიდ ივლისს (07.07), თერთმეტ ნოემბერს (11.11) და ა.შ
მომზადებულია http://www.esotericblog.ru/ მასალებზე დაყრდნობით