ვერძი
23 თებერვალს, ტაროს მიხედვით, კომუნიკაცია გაგიმარტივდებათ ადამიანებთან. მათთანაც კი, ვისაც დიდად არ ეხატებით გულზე. ეს საშუალებას მოგცემთ წინ წასწიოთ თქვენი ბიზნესი. შესაძლოა მოგივიდეთ კომუნალური გადასახადის, ჯარიმის ან სხვა სახის ქვითარი. მოერიდეთ ოჯახისწევრებთან კამათს.
კურო
23 თებერვალს თქვენი ლოზუნგი უნდა იყოს: ,,ყველაფერი, რაც ბრწყინავს ოქრო არ არის." გაიხსენეთ პროცესი, როგორ თვრება ადამიანი? პირველი ჭიქა ტბილია, მეორე - კიდევ უფრო სასიაოვნო, მესამეჯერ გადაკვრის შემდეგ სამყაროს ნათელ ფერებში ხედავთ და პრობლემებიც ელვისებური სიქარით იკლებს ან, უბრალოდ, მნიშვნელოვანს კარგავს... ხოლო, დროულად თუ არ შეჩერდებით, მეორე დღეს ნაბახუსევი არ აგცდებათ. ამ შეგონების გაგება მრავალნაირად შეიძლება. ყველაზე მარტივად კი, ზედმეტი არაფერი ვარგა... საჭიროა, დროულად შეჩერება იცოდეთ.
ტყუპი
უმადურობის ლიბრი გადაგეკრათ თვალზე და ვერ ხედავთ, რომ ყველაფერი გაქვთ. 23 თებერვალი იქნება თვალსი ახელის დღე, როცა გააცნობიერებთ, რომ წუწუნს უნდა მოეშვათ და დატკბეთ იმით, რაც გაქვთ. უმადურ ადამიანებს სამყარო ართმევს ხოლმე პრივილეგიებს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ საყვარელი ადამაინების, სამსახურის თუ სხვა პუსების აღმოჩენა-დაფასებას.
კირჩხიბი
23 თებერვალს არსებობს საშიშროება, რომ რაღაც სწორად ვერ გაიგოთ. როგორ უნდა მოიქცეთ? პასუხი მარტივია. გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად კითხვები უნდა დასვათ. მიიღებთ მესიჯს/წერილს (შესაძლოა იყოს ოფიციალურიც და არაოფიციალურიც), რომელიც ეჭვებს გაგიფანტავთ. ამ დღეს შეძლებთ
გააუმჯობესოთ ურთიერთობა პარტნიორთან, მეგობრებთან, კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან. ადამიანი, რომელიც უვიცი გეგონათ, დაგიმტკიცებთ, რომ იმაზე მეტი იცის, ვიდრე გგონიათ.
ლომი
თავს დაუცველად იგრძნობთ და, ერთიი მხრივ, საკუთარი თავისადმი ბრაზი მოგაწვებათ, მეორე მრივ,
შეიცოდებთ ბავშვს, რომელიც თქვენი არსების რომელიღაც კუნჭულში ცხოვრობს და წლების გასვლის მიუხედავად, არ იზდრება. ნუ იქნებით აგრესიულები გარშემომყოფების მიმართ. ადამიანი, რომელიც, ჩვეულებრივ, გაღიზიანებთ დღესაც ეცდება კბილი წაგკრათ. თუ აჰყვებით, თქვენ მიერ წარმოთქმულ ყოველ სიტყვას თქვენს წინააღმდეგ გამოიყენებს და პრობლემებს შეგიქმნით.
ქალწული
ტაროს მეტაფორებით საუბარი და წინასწარმეტყველება უყვარს... დიდი ხანია, რაც სანთელს ორივე მხირდან წვავთ?23 თებერვალი იდეალური დღეა იმისთვის, რომ დროებით ჩააქროთ ცეცხლი. აუცილებლად გჭირდებათ ბალანსი ფიზიკურ აქტივობასა და სულიერ სიმშვიდეს შორის. ამ დღეს შეძლებთ დაბნეულ მეგობარს საუკეთესო წინამძღოლობა გაუწიოთ.
სასწორი
23 თებერვალს შემოქმედებითი თვალი აგეხილებათ და მთელი სამყარო იდეების წყაროდ გექცევათ. ყველაფერში, რასაც დაინახავთ ან შეეხებით, პოტენციურ შემოსავალს ან მუზას დაინახავთ. ნუ მოიშხამავთ განწყობას ნეგატიური ვარაუდებით, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო, ან რა იქნება მომავალში.
ელოდეთ წერილს თქვენზე უმცროსი ადამიანისგან, რომელიც ვნებითაა აღრტინებული.
მორიელი
ზოგჯერ ცხოვრებასთან ბრძოლა უნდა შეწყვიტოთ, უბრალოდ ჩამოჯდეთ და გეგმები შეადგინოთ ან იფიქროთ.
მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყოთ მოქმედება, როცა გეგმბა ,,ბ-ც" მზად იქნება და ,,გ"-ც. თუ უკვე დიდი ხანია თქვენს პასუხს ელოდებიან, ნუღარ გადადებთ გადაწყვეტილების მიღებას. საყვარელი ადამიანი
შეძლებს საკმარისი ენერგია მოგცეთ ცხოვრების ხალისის დასაბრუნებლად.
მშვილდოსანი
23 თებერვალს ისეთი გრძნობა დაგეუფლებათ, თითქოს დიდი ხანია მთის ციცაბო ფერდობზე მიცოცავთ და მაინც
ვერ მიაღწიეთ მწვერვალს. რას გვიპასუხებთ, თუ გეტყვით, რომ მწვერვალამდე მისვლა გაცილებით მარტივი მოგეჩვენება, როცა უკვე ზენიტში მოქცეული ლამაზი ხედის ძიებას დაიწყებთ და ვერაფერს დაინახავთ? დღეს მოგიწევთ შეებრძოლოთ ადამიანებს, რომლებიც თქვენთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ.
თხის რქა
იმისთვის, რომ შეიყვარო ახლოს უნდა გყავდეს, მაგრამ იმისთვის, რომ დააფასო, უნდა დაკარგო. 23 თებერვალს თქვენი მისიაა, წარსულში მირებული გამოცდილება სწორად გამოიყენოთ და იმავე შეცდომა არ დაუშვათ, ან თუ დაუშვებთ, სასწრაფოდ გამოასწოროთ.
მერწყული
დღეს თქვენი ცხოვრების სადავეებს ხელში ჩაიგდებთ და მერანსაც იქით გააჭენებთ, საითაც გული გიკარნახებთ.
საშუალება მოგეცემათ ლიდერი გახდეთ მცირე ჯგუფში (სამსახურში ან სამეგობროში). დროა შორ გეგმებზეც იფიქროთ და მხოლოდ დღევანდელით არ იცხოვროთ. გააცნობიერეთ თქვენი, როგორც მშობლის ვალდებულება. გადაახარისხეთ პრიორიტეტები.
თევზი
23 თებერვალს მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ, მაგრამ არა თქვენთვის მოსალოდნელი გზით. ყურადღება მიაქციეთ თქვენს სიზმრებს, რადგან იმაზე მეტ მინიშნებას მოგცემენ, ვიდრე წინათ. დღეს აუცილებლად უნდა დაწეროთ ლექსი, მოთხრობა ან მცირე ჩანახატი.