და ხასიათით განსხვავებულები არიან. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მათი დაყოფა საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს თითოეულ მათგანზე, თუმცა არსებობს სულ სხვა კლასიფიკაცია, რომელიც დაბადების თვის მიხედვითაა შედგენილი და ძალზე საინტერესო დეტალებს აღმოგაჩენინებთ საკუთარ თავში... მაშ ასე, მივყვეთ სტატიებს თანმიმდევრობით.
თებერვალი
ქვა - ამეთვისტო
ძაღლი - კოკერსპანიელი
ყვავილი - ირისი
სურნელი - დარიჩინიანი ცხელი შოკოლადი
თუკი თქვენ თებერვალში დაიბადეთ, მხიარული, მოსიყვარულე და პრაგმატული ადამიანი ხართ. გიყვართ სიცილი და პოზიტივის სხვებისთვის განაწილება. ცდილობთ ადამიანებში მხოლოდ კარგი დაინახოთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნაკლს ვერ ხედავთ. სიტყვის კაცი ხართ, ამიტომ სხვებისგანაც ითხოვთ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. თავად კი ყოველთვის ასრულებთ დანაპირებს. მთელი ასი პროცენტით იხარჯებით საქმეში, მეგობრობასა და სიყვარულში. ადამიანებს თქვენი იმედი აქვთ და იციან, რომ შეიძლება თქვენზე დაყრდნობა მძიმე წუთებში. კეთილი, გარშემო მყოფებს შორის პატივსაცემი ადამიანი ხართ. გიჟდებით ახალ-ახალი ადამიანების გაცნობაზე. ამასთან ერთად, აფასებთ დროს, როგორც საკუთარს ისე სხვისას. ძალიან გიყვართ სისუფთავე და წესრიგი. მოგწონთ პერიოდულად დროის მარტო გატარება.
თქვენს ცხოვრებაში ახალი გამოცდილება მოდის. მოგიწევთ საქმიანობის სფეროს გადახალისება. საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს უახლოეს ხანში ახლებურად დაუწყებთ ხედვას. გახსოვდეთ, არასოდესაა გვიან სწავლა და ტრანსფორმირება. ნუ შეეწინააღმდეგებით ცვლილებებს.