ოდითგანვე სჯერა მეცნიერების, რომელიც ხელის გულზე ხაზების განლაგებას სწავლობს და მისი მეშვეობით იკვლევს ბედისწერას. ამ მეცნიერებას "ქირომანტია" ეწოდება.
როგორც ქირომანტებს მიაჩნიათ, არ არსებობს ქვეყანაზე ორი ერთნაირი ხელისგულის მქონე ადამიანი. შესაბამისად, ჩვენი ბედი ყოველთვის ინდივიდუალური და განსხვავებულია. თუმცა არსებობენ განსაკუთრებული მისიით მოვლენილი ადამიანები, რომელთაც ამ ქვეყანაზე კონკრეტული და ძალზე მნიშვნელოვანი დანიშნულება გააჩნიათ. ამგვარი ადამიანების ხელისგულზე ძალზე ხშირად შეინიშნება ლათინური ასო ემ - М რომელიც თავის მხრივ ხელის გულზე არსებული ხაზებით იქმნება.
შესაბამისად, თუკი თქვენ რომელიმე ან ორივე ხელისგულზე გაგაჩნიათ ფოტოზე მოცემული კომბინაცია დროა დაფიქრდეთ ამ ქვეყნად თქვენს უნიკალურ მისიაზე.
პირველი, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ განვითარებული ინტუიციაა, რომელიც შესაძლოა თქვენ შემთხვევაში სიზმრების სახითაც მუშაობდეს. თქვენ იშვიათად ცდებით ადამიანების შეფასებაში და ყოველთვის კარგად გიმუშავებთ ე.წ. "მეექვსე გრძნობა", ამასთან არ აქვს მნიშვნელობა ქალი ხართ თუ მამაკაცი.
ადამიანები ვისაც ხელისგულზე ლათინური ასო „ემ“ აქვს გამოსახული იშვიათად ახასიათებთ ტყუილი, ორპირობა და პირფერობა. ამასთან ერთად საკმაოდ მკაცრად რეაგირებენ სხვების მხრიდანაც მსგავს საქციელზე.
ისინი ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი ხასიათის ინდივიდები არიან. მათთვის დამახასიათებელია ასევე პრინციპულობა და რთული გადაწყვეტილების მიღებისას. არიან რისკიანები, კრეატიულები და აქტიურები, შესაბამისად, ცხოვრებაში გაცილებით უფრო მეტის მიღწევის შანსი აქვთ ვიდრე დანარჩენ ადამიანებს.
როგორც ირკვევა, მსგავსი ტიპის ნიშანი ხელისგულზე ბევრ ცნობილ წინასწარმეტყველს, ნათელმხილველს, ეროვნულ გმირსა და სახალხო ლიდერს ჰქონდა.
ამიტომ თუკი ზუსტად ამგვარი "იშვიათი ხელისგულის" პატრონი ხართ გახსოვდეთ, თქვენ ცხოვრებაში გაცილებით მეტის მიღწევა შეგიძლიათ ამიტომ აქტიურად გამოიყენეთ ბედის ეს საჩუქარი.
წყარო : http://www.lunaric.ru/