თქვენი ”ვარსკვლავური პასპორტი” - ანუ ასტროლოგიის ანა-ბანა

 თქვენი ”ვარსკვლავური პასპორტი” - ანუ ასტროლოგიის ანა-ბანა

ზოდიაქოს ნიშანი  და მთელი ეს  ”პლანეტარული კულინარია”

დასაწყისისთვის მოდით ზოდიაქოს ნიშნების კლასიფიკაციაში გავერკვეთ. ყველასთვის ცნობილია რომ ზოდიაქოს რკალი თორმეტ ნიშნად იყოფა (მართალია არსებობს მოსაზრება მეცამეტე ნიშნის - ე.წ ”გველისმპყრობელის” შესახებ, თუმცა ამ თემას უფრო ვრცლად, მოგვიანებით და სხვა სტატიაში დავუბრუნდებით). თითოეული ზოდიაქოს ნიშანს საკუთარი მმართველი-ანუ მფარველი პლანეტა ჰყავს. პლანეტებს კი ერთმანეთისგან აფსოლუტურად განსხვავებული ხასიათი და თვისებები გააჩნიათ. მათი ნაწილი ქალურ ენერგეტიკას ატარებს (მაგ. მთვარე, ვენერა), ნაწილი მამაკაცურს (მაგ. მარსი, სატურნი), ზოგიერთი მათგანი ბოროტია (დამსჯელი პლანეტაა) თავისი არსით, ზოგი კეთილი, ზოგიც კი საერთოდ ორბუნებოვანი ან ნეიტრალური (მაგ. ურანი, მერკური). პლანეტები ისევე როგორც ადამიანები, გამუდმებით არიან ერთმანეთთან ურთიერთკავშირში და იმის მიხედვით თუ რა კონფიგურაციას ქმნიან ისინი ცის კაბადონზე ურთიერთის მიმართ, განისაზღვრება ამა თუ იმ ადამიანსა და მოვლენაზე მათი გავლენის ერთობლივი დონე და ხასიათი. ასე მაგალითად, თუკი დამსჯელი პლანეტა დაძაბულ ასპექტში (კვადრატურა, ოპოზიცია) დაუპირისპირდა ასევე უარყოფითი სტატუსის მქონე მეორე პლანეტას, ამ შემთხვევაში იმქნება რთული ასპექტი და იქედან გამომდინარე, თუ კონკრეტულად სად (რომელ ზოდიაქოში) და როგორ (რომელ სახლში) ხდება მათი ეს დაპირისპირება, ასტროლოგები ამა თუ იმ მოვლენას ან პიროვნების სახასიათო შტრიხებს ვარაუდობენ. თქმა არ უნდა, პიროვნების დაბადების მომენტში, პლანეტები ისევე როგორც ყველაფერი ამ ქვეყნად მოძრაობაში არიან. შესაბამისად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას თუ რომელ საათზე მოევლინეთ ზუსტად ქვეყანას, რადგან თქვენი პირადი რუკა (დაბადებისას პლანეტების განლაგებისა და მოძრაობის ტრაექტორიის მაჩვენებელი) სწორედ ამგვარი დეტალური ინფორმაციის მეშვეობით უნდა შედგეს. აქედან გამომდინარე, მზის ზოდიაქოს მაჩვენებლის გარდა საიმისოდ, რომ ამა თუ პიროვნებაზე ვისმჯელოთ, საკმაოდ ბევრი დეტალის და ნიუანსის გათვალისწინება ხდება საჭირო. ადამიანი ისევე როგორც ეს ბიოლოგიური კუთხით განიხილება, ასტროლოგიური თვალსაზრისითაც სხვადასხვა ”მასალისგანაა” შექმნილი. უმრავლესობა ჩვენ შორის, საკუთარ თავში ოთხი სტიქიის სხვადასხვა დოზით გამოვლინებას განიცდის (ცეცხლი, ჰაერი, მიწა, წყალი), თუმცა ისეც ხდება, რომ ზოგიერთი ინდივიდის შემთხვევაში სტიქიების რაოდენობის ”ოვერდოზი” შეიმჩნევა, დანარჩენის უგულვებელყოფის ხარჯზე. ამიტომ ადამიანი, რომელიც ცეცხლის სტიქიის დიდი გავლენით დაიბადა და პირად რუკაში თითქმის არ გააჩნია ჰაერის სტიქიის გავლენა, უაპელაციოდ ჯიუტი, პრინციპული და ფიცხი იქნება. თუმცა თუ პირიქით მოხდა, ანუ ჰაერის სტიქიის ნიშნები სჭარბობს და მის კოსმოგრამაში ცეცხლოვანი ნიშნების ნაკლებობა შეინიშნება, მას სიბრაზე საკმაოდ მალე გადაუვლის და ახალ-ახალ ინტერესების სფეროზეც სწრაფად გადაერთვება. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ მზის ზოდიაქოს გარდა, კონკრეტულად რომელი სტიქიის დომინირება შეიმჩნევა პირადად თქვნს ”ვარსკვლავურ პასპორტში”. სწორედ ამ მიზნით ადგენენ ასტროლოგები პირად კოსმოგრამას ანუ რუკას სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომელშიც ასტრონომიული სიზუსტითაა გათვლილი ამა თუ იმ წელს, პლანეტების განლაგება და კონფიგურაცია ცაზე. შესაბამისად, კონკრეტული პიროვნების დაბადების მომენტში, თუ რომელი პლანეტა, როგორ რაკურსში იმყოფებოდა ერთმანეთის მიმართ, საკმაოდ ადვილი გამოსათვლელია, თუმცაღა ამ რაკურსების რაობასა და მათ გავლენაზე კონკრეტული ინდივიდის შემთხვევაში, მსჯელობა უკვე სხვა სასაუბრო თემაა.

Astrologia

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?