TOP 3 დაუვიწყარი ქალი, გამორჩეული ელეგანტურობითა და მანერებით

TOP 3 დაუვიწყარი ქალი, გამორჩეული ელეგანტურობითა და მანერებით

ლამაზია, ლამაზია თავისებურად და განსხვავებულად. თუმცა, საკუთარი, განუმეორებელი სტილი, რომელიც უნიკალური რამაა მხოლოდ ერთეულებს გააჩნიათ და ასეთი ქალის დავიწყება არავის შეუძლია, თუკი ერთხელ მაინც მოეცა მასთან კომუნიკაციის საშუალება. დღეს გვინდა ზოდიაქოს სამი, ყველაზე დახვეწილი, ელეგანტური და თანდაყოლილი შარმის მქონე ქალის შესახებ გესაუბროთ, რომელთაც დაბადებიდანვე გააჩნიათ ჰარმონიისა და სტილის შეგრძენება:

ლომი - ბუნებამ სიამაყით, ცეცხლოვანი ტემპერამენტითა და მაღალი თვითშეფასების უნარით დააჯილდოვა. შემთხვევითი როდია, რომ მოდისა და სტილის კანონმდებელი - თვით კოკო შანელი გახლდათ ლომის ნიშნით დაბადებული. ქალი ლომი ეპატაჟური და მომხიბვლელი ნატურაა. იგი ყოველთვის გამოიყურება ღირსეულად, ძვირად ღირებულად და ელეგანტურად. მისი სტილი არის დახვეწილი და არაშაბლონური. შესაბამისად, იგი ხშირად ხდება მიბაძვის ობიექტი გარშემო მყოფებში.

ლომ ქალებს განსაკუთრებით უხდებათ ოქროსფერი.

Astrologia

სასწორი - დახვეწილი, ჰარმონიული კოკეტკაა. იგი დაბადებიდან გამოირჩევა სტილის შეგრძნებით და პატარა ასაკშივე თავად ირჩევს რა ჩაიცვას, რომელ სამოსს რა ფერის ფეხსაცმელი ან ჩანთა შეუხამოს. სასწორი სადად, თუმცა გემოვნებით იცმევს. მას აქვს ნიჭი გასაოცარი ეფექტურობით გამოიყენოს აქსესუარები. მასსავით მაცდუნებლად არავინ გამოიყურება თავზე წაკრული ბაფთით ან ყელზე მოგდებული შარფით. იგი გიჟდება ფერების შეხამებაზე, ამიტომ მისი სამოსი ჭეშმარიტი პალიტრაა ფერების მხრივ.

განსაკუთრებით უხდებათ სასწორ ქალებს პასტელის ფერები.

Astrologia

მერწყული - ექსპერიმენტების დედოფალი და კრეატივის დედაა. ქალი მერწყული სამოსით და ჩაცმულობით გამოხატავს ყოველთვის საკუთარ ინდივიდუალურობას ან პროტესტს. იგი არ ცნობს მოდის დოგმებს და კანონებს ჩაცმაში. ამიტომ უპრობლემოდ და მოხდენილად ატარებს სხვადასხვა ფასონის, ეპოქის და სტილის სამოსს ერთად. მას შეუძლია ჯინსებთან ერთად ატაროს მაქმანებიანი კორსეტი, ან აბრეშუმის კაბაზე ამოიცვას სპორტული ფეხსაცმელი. მერწყული საკუთარი განუმეორებელი სტილის ავტორია ყოველთვის. რის გამოც იგი ხშირადაა საზოგადოებაში მითქმა-მოთქმის და კრიტიკის საგანი. თუმცა, ეს ყველაფერი მას ნაკლებად აღელვებს.

განსაკუთრებით უხდებათ მერწყულ ქალებს ფირუზისფერი.

Astrologia