TOP 4 ნიშანი, რომლის ხუმრობებზეც ჩაბჟირებამდე იცინიან

TOP 4 ნიშანი, რომლის ხუმრობებზეც ჩაბჟირებამდე იცინიან

ჩვენ განსაკუთრებით გვიყვარს ადამიანები, რომლებიც გულიანად გვაცინებენ. მათ ყველგან ვეძახით: დაბადების დღეებზე, დღესასწაულებზე, ქორწილებზე. ისეთ დღეებშიც კი გვახსენდებიან, როცა არავის დანახვა გვსურს, რადგან ვიცით, რომ განსწყობას აგვიმაღლებენ. არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა ხუმრობებზეც ყოველთვის ჩაბჟირებით ვხარხარებთ. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:

ტყუპი

ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს ხუმრობა ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია! ძალიან მოსაწყენ გარემოსაც კი სახეს უცვლის და ისე გაამხიარულებს, ვერავინ მიხვდება, რომელი ჯადოქრობით მოახერხა ყველას შემეგობრება-ახარხარება. მას შეუძლია ადამიანი სიცილისგან ცრემლებამდეც კი მიიყვანოს.

კირჩხიბი

კირჩხიბებს ინტელექტუალური ხუმრობები სჩვევიათ. მათთვის დამახასიათებელია ე.წ. მრავალდონიანი იუმორი, რომელსაც შესაძლოა ყველა ვერ ჩასწვდეს, მაგრამ გონებრივად დაწინაურებულ სამეგობრო წრეში, სწორედ მისი დახმარებით ხდება კამპანიის გული - შეუცვლელი ადამიანი. მართალია, ამ ნიშნით დაბადებულებს პერიოდულად მელანქოლია აწვება, მაგრამ თუ კარგ განწყობაზეა, არ მოგაწყენთ. გონება კრეატიულად და სწრაფად უმუშავებს, ამიტომ ხუმრობების მოფიქრება ყოველდღიურ წვრილმანზეც შეუძლია.

მშვილდოსანი

უდარდელი, თუმცა საკმაოდ ჭკვიანი მშვილდოსანი, ყველაფერს იუმორით უდგება. სიმართლესაც და ტყუილსაც სიცილ-კისკისით ეუბნება ადამიანებს. მიაჩნია, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ სერიოზულები ვიყოთ ან პრობლემებზე ვინერვიულოთ, ისინი ხომ ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგვარდება. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ოჯახის წევრებსა და მეგობრებს მაზე მორგებულ ხუმრობებს სთავაზობს, ინდივიდუალური თვისებებიდან და ჩვევებიდან გამომდინარე, სწორედ ამიტომ ბჟირდებიან.

მერწყული

მერწყულს არც ამქვეყნიური მარწუხები ბოჭავს და არც პასუხისმგებლობები, რომელიც სხვებს თავზე ოხრად აყრიათ, ამიტომ შეუძლია იხუმროს ყველაფერზე და იცინოს მთელი გულით. მისი ხარხარი და განწყობა გადამდებია, ამიტომ გარშემო მყოფები თავის ტალღაზე გადმოჰყავს. ახალგაზრდა მერწყულებს დაკრძალვებსა და პანაშვიდებზე ეცინებათ ხოლმე და თავის შეკავება ძალიან უჭირთ, თუმცა თავადაც არ იციან, რა აცინებთ. საქმე ისაა, რომ მერწყულის გონება ასეა მოწყობილი: ყოველთვის როცა სევდა და შფოთი უახლოვდება - მათ შორის სიკვდილზე ფიქრი - ცდილობს ”თავს უშველოს.“