3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც თანდაყოლილი სიბრძნითა და ინტელექტით იბადება

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც თანდაყოლილი სიბრძნითა და ინტელექტით იბადება

ქალწული

ქალწულები გამოირჩევიან ჭკუა-გონებით. არ არსებობს სიტუაცია, რომელშიც კუთხეში მიმწყვდეულად იგრძნობენ თავს. ყოველთვის მზად აქვთ პასუხი რთულ შეკითხვებზე, იშვიათად იგდებენ თავს უხერხულ სიტუაციაში, სჩვევიათ ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა. ამ ნიშნით დაბადებული ახალგაზრდობაშიც კი არ უშვებს ისეთ შეცდომებს, რომელიც გამოუცდელობას ახლავს ხოლმე თან. სკოლასა და უნივერსიტეტში გამოირჩევიან საგნისადმი სერიოზული დამოკიდებულებით.  მოზარდობიდან მოყოლებული იციან რა სურთ, რატომ და როგორ უნდა მიიღონ.

თხის რქა

ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს უნარი აქვთ ცხოვრებისეული გაკვეთილი ისწავლონ თავიანთი შეცდომებისგან. გაგიკვირდებათ და თხის რქები არც მეგობრების გამოცდილებას ივიწყებენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საყვარელ ადამიანს რთული სტუაციიდან გამოსავლის პოვნაში ეხმარებიან. თხის რქა უჩვეულოდ გონიერი, პრაქტიკული, ცოტათი პრაგმატული და ეჭვიანია. სწორედ ამგვარი ხასიათის დამსახურებით, ძალიან რთულია მისი მოტყუება. ამ ნიშნით დაბადებულები მოვლენებს რეალურად აღიქვამენ, არასდროს ერევათ ერთმანეთში სურვილები და შესაძლებლობები.

კირჩხიბი

კირჩხიბი დაოჯახებამდე დიდ დროს ატარებს მარტოობაში (დაქორწინების შემდეგ მეუღლესთან და შვილებთან ერთად ყოფნა ურჩევნია), რაც ფიქრის საშუალებას აძლევს. ხალხმრავლობაშიც კი - მაგალითად, სუფრაზე - მას შეუძლია კონცენტრირდეს განცალკევებულ საკითხზე, რომელიც არ შეეხება საუბრის თემას. სწორედ ამ დროს წვდება ისეთ სიღრმეებს, რომელიც სხვა ბევრი ნიშნისთვის მიუღწეველი რჩება სიცოცხლის ბოლომდე. სკოლაში სწავლის პერიოდში კირჩხიბი მასწვალებლებს ან ძალიან უყვართ, ან ვერ იტანენ, რადგან ჩამჭრელი შეკითხვები აქვს, ყველაფერს უკირკიტებს, მაქსიმალურ ინეტრესს ავლენს საგნისადმი. ასევე საჯაროდ მუდმივად აფიქსირებს აზრს, რომელიც ხშირად მისი თანატოლების შეხედულებებისგან განსხვავებულია, რასაც სწორედ ამ ნიშნის სულის ხნიერება განაპირობებს. ძალიან ახალგაზრდა კირჩხიბიც კი მზად არის დიდი პასუხისმგებლობის ასაღებად - ოჯახისთვის, დედობისთვის, მამობისთვის, წინამძღოლობისთვი, მაღალი პოსტისთვის და ა.შ.