გააჩნია სიტუაციას და იმას, თუ კონკრეტულად რა მომენტში და სიტუაციაში გამოავლენს ინდივიდი ამ თვისებებს. თუმცა, დათმობა და ლოიალური მიდგომაც რომ ხშირად ვნებს საქმეს, ესეც უდავო ჭეშმარიტებაა. ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი საკმაოდ კარგად ასახავს იმას რამდენად დამთმობი ან პირიქით ჯიუტი შეიძლება იყოს ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი. ამ მხრივ ოქროს სამეულში შემდეგი ნიშნები შედიან:
ჯიუტი და პრინციპული
1. თხის რქა 98% - მისი სიჯიუტე ხშირად პროფესიული კუთხით უფრო ვლინდება. თუმცა არც პირდ ურთიერთობებში თმობს პოზიციებს მარტივად.
2. კურო 90% - მისი სიჯიუტე მასზე გამოვლენილი ზეწოლის პირდაპირ პროპორციულია, მოეშვით მასზე ზეწოლას და იგი დათმობაზე აუცილებლად წავა.
3. მორიელი 87% - გასაოცარი ნებისყოფის გამოვლენა შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე შურისძიებას ეხება. უზომოდ შეუბრალებელი და სასტიკია ამ დროს.
დამთმობი და ლოიალური
1. ტყუპი 98% - მისი ცვალებადი ხასიათი ითვალისწინებს იმას, რომ ტყუპს იშვიათად შეუძლია ერთ კონკრეტულ მიზანზე მკაცრად კონცენტრირება. შესაბამისად, მარტივად და უმტკივნეულოდ თმობს ხოლმე პოზიციებს.
2. სასწორი - 88% - სურვილი იმისა, გარშემო არავის აწყენინოს და ყველას თვალში კარგი იმიჯი შეინარჩუნოს, ხშირად უბიძგებს სასწორს დათმობისკენ. იგი ასევე ხშირად მიდის დათმობაზე კონფლიქტური სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით.
3. თევზები - 78% - რბილი, ხათრიანი და ნაკლებადბრძოლისუნარიანი ნიშანია. პრინციპულობის გამოჩენას და სიჯიუტეს ურჩევნია, უბრალოდ თავი აარიდოს ხოლმე მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს და "თევზივით" გასხლტეს.