TOP სამი ყველაზე ძუნწი და ხელგაშლილი ზოდიაქოს ნიშანი

TOP სამი ყველაზე ძუნწი და ხელგაშლილი ზოდიაქოს ნიშანი

კი მსგავსი ტიპის ეკონომიური ადამიანი სხვა არაფერია თუ არა წყალწაღებული ძუნწი. თქმა არ უნდა, დაუკვირვებელი მფლანგველობა არც ერთი ჩვენთაგანისთვის არ მოიტანს დადებით შედეგს, მაგრამ სიძუნწეც არანაკლები "დაავადებაა", რომელსაც ობიექტური ხედვა და "მკურნალობა" სჭირდება. ხშირად ინდივიდი ვერც კი აცნობიერებს, რომ ეკონომია სიძუნწეში გადაეზარდა და გარშემო მყოფები მასთან ურთიერთობას სწორედ ამ თვისების გამო გაურბიან. მოდით, ასტროლოგიური თვალსაზრისიც მოვისმინოთ იმის შესახებ, თუ კონკრეტულად ვის ემუქრება "სიძუნწის ეპიდემია" და ვინაა ზოდიაქოს ნიშნებს შორის "დამღუპველად ხელგაშლილი":

ყველაზე ძუნწების კატეგორიაში ასტროლოგები ქალწულებს 98%, კირჩხიბებს 87% და კუროებს 80% მოიაზრებენ. ამასთან, კირჩხიბისა და კუროს სიძუნწე როგორც წესი, იშვიათად ვრცელდება ახლობელ ადამიანებზე, ამიტომ როცა საქმე ოჯახის წევრებს ეხება ეს ადამიანები მზად არიან საკუთარი ქონება ბოლომდე გაანიავონ. ხოლო ქალწულის შემთხვევაში საქმე გაცილებით რთულადაა. ამ ხალხს ზოგადად ეკონომიურობა ახასიათებს და ხშირად ხდება ისე, რომ სიძუნწის სენით ისე ავადდება ზოგიერთი ქალწული ამას თავადაც ვერ აცნობიერებს.

რაც შეეხება უთავბოლოდ მფლანგველების სამეულს – ამ მხრივ ლიდერი მშვილდოსანია 96%, მას გვერდს უმშვენებს კიდევ ერთი ცეცხლის ნიშანი – ლომი 86% და საპატიო მესამე ადგილს სჯერდება მერწყული 78%. მშვილდოსანი ბუნებით გულუხვი და მეცენატი ნიშანია. ამიტომ მისთვის ფულის ხარჯვა, საჩუქრების კეთება და სხვებისთვის სიამოვნების მინიჭება ერთ-ერთი "ჰობია". რაც შეეხება ლომს, ამ ხალხის აქილევსის ქუსლი დღესასწაულების მოწყობაა.

ამიტომ ლომებს ყველაზე მეტი დანახარჯი მისდით ლამაზი წვეულების მოწყობასა და საზოგადოების წინაშე საკუთარი იმიჯის ამ მხრივ წარმოჩენაზე. ხოლო მერწყული ფულს ზოგადად თავისუფლად უყურებს. თუკი ამ ნიშნის ტიპურ წარმომადგენელზე ვსაუბრობთ, ფული მისთვის არასოდესაა თვითმიზანი. შესაბამისად, იგი ყოველთვის იქნება მზად ხელი გაუწოდოს ნებისმიერს (თუნდაც ქუჩაში შემხვედრს), ვისაც მისი ფინანსური თანადგომა ესაჭიროება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?