Top სამი ვირივით ჯიუტი ზოდიაქოს ნიშანი

Top სამი ვირივით ჯიუტი ზოდიაქოს ნიშანი

სახასიათო შტრიხებით არიან გამორჩეულნი, რასაც უმეტეს შემთხვევაში ზოდიაქოს ნიშანი და ამ ნიშნის მმართველი პლანეტის გავლენა იწვევს ხოლმე. არსებობენ ლოიალური, რბილი და დიპლომატიური ინდივიდები, თუმცა ამის პარალელურად ჯიუტები, უაპელაციოდ პრინციპულები და ეგოცენტრიკულებიც გვხვდებიან. ამიტომ საქმიანი მოლაპარაკებებისას ან პირადი ურთიერთობების შემთხვევაში, სასურველია გაითვალისწინოთ თქვენი პარტნიორის ზოდიაქოს ნიშანი და ისიც, არის თუ არა იგი მიდრეკილი ჩანასახშივე სიჯიუტისკენ. დღეს სამ, ყველაზე პრინციპულ ზოდიაქოს ნიშანს გაგაცნობთ.

კურო - კურო მიწის ნიშნის წარმომადგენელია. ამიტომ ხასიათში ისეთი თვისებების სიმრავლით დაიკვეხნის როგორიცაა: სიმშვიდე, გაწონასწორებულობა, პრაქტიკულობა და შრომისმოყვარეობა. მაგრამ ნაკლიც აქვს ამ ზოდიაქოს ნიშანს - ის საშინლად ჯიუტია. კუროების უმეტესობას ახასიათებს უაპელაციო პრინციპულობა. ამასთან ერთად, რაც უფრო მეტად ეცდებით მას გააკეთებინოთ რამე, მით უფრო ჯიუტად დაიცავს იგი საკუთარ პოზიციას. შეიძლება ითქვას, რომ კუროს სიჯიუტეს საზღვარი არ გააჩნია. ეს ადამიანები უმეტეს შემთხვევაში ჯიუტობენ იმიტომ, რომ ვერ იტანენ შეჩვეული ცხოვრების წესის დარღვევას. მათ სიახლეები აშინებთ. შესაბამისად, ცვლილებების ალბათობას კურო ყოველთვის სიჯიუტით ხვდება.

სასწორი

- ერთი მხრივ მასში საოცრად დიდი დოზითაა დიპლომატიურობა, სირბილე და ტაქტი. იგი გასაოცარი კომუნიკაბელურობით გამოირჩევა. აქვს ნიჭი თავი მოაწონოს გარშემო მყოფებს, ეხერხება აწარმოოს ნაყოფიერი მოლაპარაკებები და ზოგადად იყოს კარგი შუამავალი. მაგრამ მისი ნაკლიც ასევე არის სიჯიუტე. თუმცა სასწორის სიჯიუტე კუროს სიჯიუტისგან რამდენადმე განსხვავდება. სასწორის ნიშნით დაბადებულები ვერ იტანენ, როცა ვინმე ცდილობს მათ საკუთარი აზრი მოახვიოს თავზე და აიძულებს სასწრაფო წესით იმოქმედოს/მიიღოს გადაწყვეტილება. ამასთან, რაც უფრო დიდია ზეწოლა მათზე, მით უფრო დიდია შანსი იმისა, რომ სასწორი არაფერს მოიმოქმედებს. იგი საშინლად ჯიუტი ხდება მაშინ, როცა მისგან კონკრეტულ და დაუყოვნებლივ ქმედებებს ელიან. ამიტომ სასურველია, თუკი დროს მისცემთ სასწორს და მას იმის საშუალება ექნება, რომ მშვიდად გადაწყვიტოს როგორ მოიქცეს.

მერწყული - პლანეტა სატურნი, რომელიც ურანთან ერთად მართავს ზოდიაქოს ამ ნიშანს განაპირობებს კიდეც იმას, რომ მერწყულების დიდი ნაწილი მართლაც რომ ვირივით ჯიუტია. ამასთან ერთად, მერწყულიც სასწორის მსგავსად დიპლომატიურ და კომუნიკაბელურ ადამიანებს განეკუთვნება. თუმცა ზეწოლას და მანიპულაციას ვერ იტანს. ამასთანავე, მერწყული არ არის აგრესიული ნიშანი. იგი იშვიათად გამოხატავს უკმაყოფილებას ან დაუმორჩილებლობას ჩხუბით ან კამათით. უბრალოდ, რაც არ უნდა დიდი ზეწოლა განიცადოს ფსიქოლოგიურად, მაინც ისე მოიქცევა საბოლოოდ როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ და არა ისე, როგორ საქციელსაც მისგან გარშემო მყოფები ელიან. მერწყული ფიქრობს, რომ ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია, მათ შორის თავად მასაც.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?