დოზირებულად ცელქი და მოუსვენარია. ბავშვური ასაკისთვის ზოგადად დამახასიათებელია გარკვეული ცნობისმოყვარეობა და ცვალებადი ხასიათი. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობენ განსაკუთრებით დამჯერი და პირიქით, ძნელად აღსაზრდელი, დაუმორჩილებელი ბავშვები. შესაბამისად, მათთან მიდგომა ზოდიაქოს ნიშნის მთავარი მახასიათებლების მიხედვითაა საჭირო.
ყველაზე დამჯერი ბავშვების რიცხვში შედიან: ქალწული - 98%, თხის რქა - 88% და კირჩხიბი - 78% - ზემოჩამოთვლილი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული პატარები, მშობლებისა და ოჯახის მიმართ პასუხისმგებლობას სულ მცირე ასაკიდანვე იჩენენ. მათ უმეტესობას ახასიათებს მშვიდი ხასიათი, დისციპლინირებულობა და სიბეჯითე სწავლაში. აზროვნებენ ასაკისგან განსხვავებით, გაცილებით დიდი ადამიანის დონეზე.
ყველაზე დაუმორჩილებელთა სამეულში შედიან: მორიელი - 97%, ვერძი - 89% და მერწყული - 75%. ამ ნიშნით დაბადებული ბავშვები პრინციპული ხასიათით, დამოუკიდებლობისადმი სიყვარულით, რევოლუციონერის თვისებებით, ექსტრავაგანტურობითა და სიჯიუტით არიან გამორჩეული. მათი უმეტესობა საოცრად ნიჭიერია, თუმცა ხშირად სიზარმაცე უშლით ხელს სწავლაში. ისინი ენთუზიასტები არიან და სჭირდებათ რეალური მაგალითი მშობლებისგან, როგორ უნდა გახდენ წარმატებული და მიაღწიონ დასახულ მიზნებს.