ვიღაც თუ სიცოცხლის უზომო სიყვარულით გამოირჩევა, სხვა ელემენტარულ, პატარ-პატარა სიხარულებით ტკბობასაც ვერ ახერხებს ცხოვრებაში და სიცოცხლე მუდამ მუქ ფერებში ესახება. ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე თუ რამდენადაა ადამიანი მიდრეკილი დეპრესიულობისა და ცუდი განწყობისკენ.
კირჩხიბი - როგორც წესი, დაბადებიდანვე მიდრეკილია დეპრესიისკენ. ამიტომ მისთვის ამგვარი მდგომარეობა "მშობლიურად ნაცნობია". თუ მაინც გაუგრძელდა მას ეს განდეგილის როლის თამაში, აუცილებლად მოეფერეთ და დაუყვავეთ, აგრძნობინეთ, რომ მარტო არაა. მხოლოდ ასე შეძლებს იგი საკუთარი ემოციების სამალავიდან გამობობღებას.
თხის რქა - ხანგრძლივი ვადით ახასიათებს დეპრესია და უიმედობა. ამიტომ ამ ხალხს განსაკუთრებით მოეთხოვება ხასიათში მეტი ოპტიმიზმის გამომუშავება. საიმისოდ, რომ დეპრესიული ფონი დავაძლევინოთ სასურველია, თხის რქამ იგრძნოს ახლობლების გვერდში დგომა, სითბო და ყურადღება. ის შესაძლოა კატეგორიულად უარყოფდეს სხვებისგან ზრუნვის მოთხოვნილებას, მაგრამ რეალურად მას სითბო ჰაერივით ესაჭიროება.
თევზები - დეპრესია და სასმელი (ქალების შემთხვევაში დამამშვიდებელი პრეპარატები) ძალზე ხშირი შემთხვევაა რეალურ ცხოვრებაში. ამ ხალხს უზომოდ სათუთი გული და სენსიტიური ბუნება აქვს. შეეცადეთ მასთან ერთად გამოიტიროთ მისი უბედობა, თუ გინდათ, რომ თევზებს დეპრესიული მდგომარეობა შეუმსუბუქოთ. მიეცით საშუალება თავი "ჭეშმარიტ მოწამედ" და ტანჯულად იგრძნოს.