მძიმეა ამაზე ალბათ ყველა ვთანხმდებით. ბავშვის აღზრდის მეთოდებიც ყველა მშობელს სხვადასხვაგვარი აქვს, თუმცა არსებობენ განსაკუთრებულად მეგობრული მშობლები, რომელთაც საკუთარი შვილების მიმართ ლოიალური და "ძმაკაცურ-დაქალური" დამოკიდებულება აქვთ. რამდენად ამართლებს ამგვარი მიდგომა ეს სადავო საკითხია, თუმცა ბავშვებს რომ ამგვარი ტიპის დედა ან მამა ძალიან მოსწონთ ეს უდავო ჭეშმარიტებაა.
ტყუპი - ჰაერის ნიშანია. ამიტომ პასუხისმგებლობებს ზოგადად ცოტა ზედაპირულად ეკიდება. მშობლის როლი მისთვის ერთგვარი გასართობია. ტყუპი ბავშებთან ერთად მშვენივრად ახერხებენ გართობას იმიტომ რომ, მათში მუდამ ცოცხლობს ინფანტილური დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. ისინი იშვიათად იჩენენ სიმკაცრეს შვილებთან და ყოველთვის ცდილობენ პატარებს მეტი გონებრივი განვითარების საშუალება მისცენ.
მშვილდოსანი - იმ მშობელთა რიცხვს განეკუთვნება, რომელსაც პატარები უბრალოდ აღმერთებენ. მშვილდოსანი დედა ან მამა არასოდეს მოუწოდებს შვილებს წესრიგისკენ. უყვარს ბავშვებთან ერთად პიკნიკის და ხანგრძლივი თამაშობების ორგანიზება. არასოდეს უშლის შვილს სახლში მოიყვანოს უპატრონო ცხოველი. ბავშვები მშვილდოსან მშობელს პატივს სცემენ გულუხვობის, ოპტიმიზმისა და მხიარული ხასიათის გამო.
მერწყული - საკუთარი შვილების მიმართ ისეთი დამოკიდებულება აქვს, როგორც ზოგადად ცხოვრების მიმართ, მერწყული მათ შეისწავლის როგორც ინდივიდებს. ამიტომ იგი არასოდესაა მკაცრი მშობელი და ცდილობს ბავშვისთვის პირველ რიგში მეგობარი იყოს და მერე დედა ან მამა. მერწყულები საკუთარ შვილებს არასოდეს უზღუდავენ არჩევანის თავისუფლებას და მაქსიმალურად უწყობენ ხელს მასში პიროვნული ინდივიდუალიზმის გამოვლინებას.