– "რა დავაშავე, ასეთი შვილი რომ მარგუნა განგებამ გასაზრდელადო". რეალურად კი, ზოგჯერ მშობლებიც ტყუიან ბავშვებთან. იმიტომ რომ, პატარები დაბადებიდანვე უნიკალური ინდივიდები არიან და საკუთარი შვილის სასურველ ყალიბზე გამოძერწვის მცდელობა, ზოგიერთ დედას ძალიან ძვირი უჯდება... ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ არსებობს ხასიათების მკვეთრი შეუთავსებლობის მქონე სამი განსაკუთრებული დედა-შვილი. წარმოგიდგენთ თითოეულს მათგანს.
დედა ვერძი - შვილი კირჩხიბი
პრობლემა ამ ორს შორის ძირითადად ემოციური დისბალანსია. კირჩხიბი სათუთი ბუნების, სენსიტიური ინდივიდია. მაშინ როცა დედა ვერძი მომხრეა შვილი დამოუკიდებელ ადამიანად გაზარდოს. ამიტომ, იგი იშვიათად ესაუბრება შვილს ენის მოჩლექითა და აიძულებს ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა მარტომ მოაგვაროს, დამოუკიდებლად. სამწუხაროდ, დედა ვერძი ვერ ითვალისწინებს შვილის ხასიათის განსაკუთრებულ ნიუანსებს, ამიტომ კირჩხიბი მისი ამგვარი მოპყრობის ხარჯზე ჩაკეტილ და გაუბედავ პიროვნებად შეიძლება ჩამოყალიბდეს.
დედა თხის რქა - შვილი ტყუპი
თხის რქა ბუნებით კონსერვატორი, წესრიგისა და დისციპლინის მოყვარული ადამიანია. მაშინ, როცა მისი ნაშიერი ტყუპი არაპროგნოზირებადობით, ცვალებადი ხასიათითა და უპასუხისმგებლობით გამოირჩევა ხშირად. დედა-შვილს შორის ომი სწორედ ამ მიზეზების გამო იწყება. ტყუპი მიიჩნევს, რომ დედა თხის რქა მას თავს ახვევს არაფრის მომცემ, დრომოჭმულ შეხედულებებს. მას კი მეტი თავისუფლება სჭირდება. თხის რქა თავის მხრივ მოთმინებიდან გამოჰყავს ტყუპისთვის დამახასიათებელ გესლიან ენას და უნარს ნებისმიერი წყენა მაქსიმუმ სამ წუთში დაივიწყოს.
დედა მორიელი - შვილი ლომი
მათ შორის კონფლიქტის მიზეზი, ყოველთვის ძალაუფლების თემაა. მორილი დედა პატარა ბოკვერის ხასიათში ზედმეტად მეფურ მანერებს, მომთხოვნელობასა და ეგოიზმის დონეს ვერ ეგუება. მორიელს მიაჩნია, რომ ადამიანებს დამსახურებისამებრ ეკუთვნით ყველაფერი ცხოვრებაში. ლომს კი არ ესმის რა საჭიროა საკუთარი უპირატესობის მტკიცება მაშინ როცა ეს ისედაც ნათელია. დედა მორიელი ხშირად შეეცდება მოდრიკოს ლომის სიამაყე და ამპარტავნული გამოხტომები, სიმკაცრით და აკრძალვებით. ლომი კი თავის მხრივ აუცილებლად ჩაიდენს რაიმე ექსტრაორდინალურ სითავხედეს დედა მორიელის მწყობრიდან გამოსაყვანად.