ტყუპი ბავშვი

ტყუპი ბავშვი

არც ის გაგიკვირდეთ, თუ ზოდიაქოს ამ ნიშნით ერთი და ორი კი არა, სულაც სამი მოუსვენარი არსება შემოემატოს თქვენს ოჯახს, ეს იმიტომ, რომ სტატისტიკური მონაცემებით ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით, ყველაზე მეტი ბიოლოგიური ტყუპი იბადება მსოფლიოში. თუმცა, თუ თქვენი შვილი მარტოა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამით მის აღზრდასთან დაკავშირებული საზრუნავი მოგაკლდებათ. არ დაგავიწყდეთ, ტყუპი გაორებული ნიშანია. ამიტომ, თქვენი თქვენი და მეუღლის წინაშე, წარმოუდგენლად ცელქი და მოუსვენარი არსების გაზრდის პრობლემა დგას დღის წესრიგში.

Astrologia

სავარაუდოა, რომ პატარა ტყუპი ლაპარაკს იმაზე გაცილებით ადრე დაიწყებს, ვიდრე ნორმალურად სიარულს ისწავლის. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ სიტყვების გამოთქმას გამართულად ვერ ახერხებს, მისი ენა მაინც არ გაჩერდება. ცნობილი გამონათქვამი – „დუმილი ოქროაო“ პატარა (სხვათა შორის არც დიდ!) ტყუპზე არ ვრცელდება. თქვენი შვილი ვერცხლის წყალივით მოუსვენარია, ამ წუთას რომ ჩართულ მიქსერში თითების შეყოფისგან გადაარჩინეთ, მეორე წამს აივანზე დაინახავთ სახიფათოდ გადაყუდებულს. გაითვალისწინეთ, რომ ეს პატარა ჰაეროვანი არსება, ბავშვობიდანვე უნდა მიაჩვიოთ წესრიგს. ტყუპის უმრავლესობას საკუთარი ნივთების, სათამაშოებისა და ტანსაცმლის უთავბოლოდ მიყრა–მოყრა უყვარს, ამასთან ერთად, მისთვის არეულობა დიდ დისკომფორტს არ წარმოადგენს. ამიტომ, თუ ბავშვობიდანვე არ მიეჩვია თავისი ავლადიდების მოვლა–პატრონობას, დიდ ასაკში მის ხელახლა აღზრდას ამ საკითხში, მისი მხრიდან კატეგორიული პროტესტი და ხმაურიანი კამათი მოჰყვება!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?