წინ "ცხელი" ოქტომბერი გველის - ოქტომბრის სასიყვარულო პროგნოზი

წინ "ცხელი" ოქტომბერი გველის - ოქტომბრის სასიყვარულო პროგნოზი

და ასტროლოგიურად ყველაზე რთული თვე ამ სეზონზე (დაბნელებების კორიდორის გამო) დასასრულს უახლოვდება. სამაგიეროდ, წინ ოქტომბერი გველის, დრო როცა მზე და სიყვარულის პლანეტა ვენერა ყველაზე ვნებიან, სექსუალურ და შარმიან მორიელის ზოდიაქოს გაივლის. რაც, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანების სექსუალურ და სასიყვარულო ცხოვრებაზეც აისახება. თუ როგორ ამას ჩვენი პროგნოზით გაიგებთ:

ვერძებმა ოქტომბერში გამორიცხული არაა ამბიციების გამო პირად ცხოვრებაზე უარი თქვან. მაგრამ თუ ამ თვეში არ შეგეშინდებათ ვინმეზე ემოციურად გახდეთ დამოკიდებული, დაძლიოთ კომპლექსები და შიშები, იღბალი კარგ საჩუქარს გპირდებათ. დაქორწინებული ვერძები მეუღლის კეთილდღეობისთვის შეუძლებელს შეძლებენ.

კუროები ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეძლებენ, რაც ადრე არ გამოსდიოდათ. თქვენ ძველი კავშირებიდან სწორ დასკვნებს გამოიტანთ და ახალ პარტნიორთან იმავე შეცდომებს აღარ დაუშვებთ. თუმცა, თუ თქვენს პარტნიორს თქვენს ქცევაში რაღაც არ მოეწონება, გულგატეხილი დარჩებით.

მარტოხელა ტყუპი იმედგაცრუებული რომ არ დარჩეს, ჯერჯერობით თავი უნდა შეიკავოს შეყვარებულის გაჩენაზე, თუმცა მსუბუქი ფლირტის უფლება შეგიძლიათ მისცეთ თავს. დაოჯახებული ტყუპის მეუღლე კი უნდა შეეგუოს მის საქციელს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მიტოვება, დროებით ან სამუდამოდ აუცილებად მოუწევს.

კირჩხიბები სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდებით. ერთი მხრივ მიიღებთ იმას, რაზეც დიდი ხანი ოცნებობდით, მეორე მხრივ, უნდა შეეცადოთ არ დაკარგოთ და შეინარჩუნოთ იგი. ერთი არაადეკვატური საქციელი და შეიძლება სამუდამოდ გამოემშვიდობოთ იმას, რისკენაც ისწრაფვოდით. შეძლებისდაგვარად არ გააცნოთ საყვარელ ადამიანს თქვენი მეგობრები. ხოლო თუ რომანს სამსახურში გააჩაღებთ, მაქსიმალურაად გაასაიდუმლოეთ იგი.

ლომებს სექტემბერში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით და შეიძლება ამ ცვლილების ინიციატორი თავადაც იყოთ. გაერკვევით, ვინ გინდათ იხილოთ მუდმივ პარტნიორად და იბრძოლებთ მისი გულის მოსაგებად. დაქორწინებულ ლომებს მცირე უსიამოვნებები ელით მეუღლეებთან, რომელიც მალე გამოსწორდება.

ქალწული, რომელსაც უკვე ჰყავს საყვარელი ადამიანი სრულად მოექცევა მისი გავლენის ქვეშ. მარტოხელებს კი დაფიქრება მართებთ. ხართ კი მზად, რომ საყვარელი ადამიანის გამო რაღაცებზე უარი თქვათ? სხვათა შორის, სექტემბერში რამდენიმე საინტერესო ნაცნობობა გელით წინ.

თუ უკვე შეყვარებული სასწორი ხართ, განგება საყვარელ ადამიანთან დაქორწინების შანსს მოგცემთ. მარტოხელებს კი საინტერესო ნაცნობობა ელით უჩვეულო ადგილას (მთის მწვერვალი, გაჭედილი ლიფტი, მოკლევადიანი მგზავრობა) დაქორწინებულ სასწორებს მატება ელით ოჯახში, ბავშვის ან შინაური ცხოველის სახით.

ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენა მორიელს ძვირად დაუჯდება. მეგობრებში თქვენი საქციელი დიდი განხილვის საგნად იქცევა. თვის მეორე და მესამე დეკადაში მოულოდნელი ნაცნობობა გელით, რომელიც ლამაზი რომანით დაგვირგვინდება. დაქორწინებულ მორიელებს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით, რაც უფრო დაახლოებთ მეორე ნახევრებთან.

მშვილდოსანებმა ან ძველი ურთიერთობა უნდა აღადგინოთ, ან ახლანდელი გააუმჯობესოთ. სამწუხაროდ, პარტნიორისგან შეიძლება სათანადო დაფასება ვერ მიიღოთ. თუმცა, გული არ გაიტეხოთ. ამ თვეში შეხვდებით ადამიანს, რომელიც იღბალმა გამოგიგზავნათ.

თხის რქებისთვის ოქტემბერი ნერვიულობის გარეშე არ ჩაივლის. გამორიცხული არაა, საბოლოოდ გაწყვიტოთ ურთიერთობა იმ ადამიანთან, ვინც თქვენთვის ძვირფასია. თუ სირთულეებს არ შეუშინდებით და სიტუაციიდან სწორ გამოსავალს იპოვით, საყვარელ ადამიანსაც შეინარჩუნებთ. გარდა ამისა, თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა თქვენს მატერიალურ გულუხვობასა და ყურადღებაზე იქნება დამოკიდებული. ნუ გააკეთებთ ეკონომიას იმ ადამიანზე, ვისთან ერთადაც "ხანგრძლივად და ბედნიერად" აპირებთ ცხოვრებას.

სექტემბერში მერწყულებს სტაბილურობა ელით. მარტოხელები კი პოტენციურ მეორე ნახევრებს შეხვდებიან. გამორიცხული არაა, თქვენს თანამშრომელთან ან საქმიან პარტნიორთანაც გააბათ რომანი, რომელიც ქორწინებაში გადაიზრდება.

თევზებს გრძნობებსა და პირად ცხოვრებაში გაუჭირდებათ გარკვევა. მარტოხელებმა არ იჩქაროთ სტატუსის შეცვლა, სანამ არ დარწმუნდებით პარტნიორის გრძნობებში. მოსალოდნელია სამსახურებრივი რომანი, ხანმოკლე სექსულური თავგადასავლები. განწყობაც ცვალებადი გექნებათ. ზოგჯერ ამაღლებული, ზოგჯერ - უსაშველოდ მოწყენილი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?