ბევრისთვის ობობას დანახვა შიშთან ან უსიამოვნო შეგრძნებასთან ასოცირდება, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ამ მწერს განსაკუთრებულ პატივს სცემენ. ეზოთერიკოსები და ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ობობა სახლში შემთხვევით არ ჩნდება და მას გარკვეული ენერგეტიკული გზავნილი მოაქვს.
რატომ არის ობობას მოკვლა „აკრძალული“?
ხალხური რწმენით, ობობას მოკვლა ოჯახიდან იღბლისა და კეთილდღეობის განდევნას ნიშნავს. ძველად მიიჩნევდნენ, რომ ის თავისი ქსელით „იჭერს“ პოზიტიურ ენერგიას და ოჯახში სიმშვიდე შემოაქვს. მისი მოკვლით კი ადამიანი საკუთარ ბედნიერებასა და მფარველობას ანადგურებს.
რას ამბობენ სხვადასხვა ქვეყანაში?
რას მოასწავებს ობობას გამოჩენა ასტროლოგიური და ეზოთერიკული კუთხით?
1. ფინანსური კეთილდღეობა: თუ ობობას დილით დაინახავთ, ეს ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში სასიამოვნო ფინანსურ სიურპრიზს უნდა ელოდოთ.
2. ახალი ამბები: ობობა, რომელიც ჭერიდან ეშვება, ხშირად მოულოდნელი, მაგრამ სასიხარულო ინფორმაციის მომასწავებელია.
3. წარმატება საქმეში: თუ ობობა თქვენს სამუშაო მაგიდაზე შენიშნეთ, ეს მიანიშნებს, რომ თქვენი დაგეგმილი პროექტები წარმატებით განხორციელდება და შედეგს გამოიღებს.
რა ვქნათ, თუ ობობას დანახვა სახლში არ გვსურს?
თუ ობობების შიში (არაქნოფობია) გაქვთ და მასთან ერთად ცხოვრება არ გინდათ, ეგზოტიკური ქვეყნების მცხოვრებლები გვირჩევენ: არ მოკლათ! უბრალოდ ფრთხილად აიყვანეთ ფურცლის ან ჭიქის დახმარებით და გარეთ გაუშვით. ამით თქვენ არ დაარღვევთ ენერგეტიკულ ბალანსს და იღბალსაც შეინარჩუნებთ.
გახსოვდეთ: ობობა სახლში „დამცავია“, რომელიც ნეგატიურ ენერგიას თავის ქსელში ატყვევებს.