დაბადებულ ადამიანებს კონკრეტული სახასიათო შტრიხები გააჩნიათ, რომელშიც დადებითიც არის და უარყოფითიც. ასტროლოგია კი იმით არის საჭირო და აქტუალური დარგი, რომ ჩვენს ხასიათში არსებული ნეგატიური მხარეების გამოაშკარავებაში გვეხმარება. დღეიდან ჩვენი მკითხველების თხოვნით თითოეული ნიშნის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ თუ კონკრეტულად რომელ თვისებებს უნდა გამოუცხადოთ ბრძოლა ხასიათში საიმისოდ, რომ უფრო უკეთესი გახდეთ და საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის მარტოოდენ დადებითი მხარეები წარმოაჩინოთ...
მაშ ასე, უფრო უკეთესი რომ იყოს ვერძი:
მან ისეთ თვისებებს უნდა გამოუცხადოს ბრძოლა ხასიათში როგორიცაა: ეგოიზმი, მრისხანება. აგრესიულობა, საკუთარი სურვილების და მიზნების "რქებით" გატანის მოთხოვნილება, უტაქტობა, თანამოსაუბრის ბოლომდე მოსმენის უუნარობა, ინფანტილური დამოკიდებულება პრობლემების მიმართ, სულსწრაფობა (ვერძებს ყველაფერი უნდათ დღეს და ახლავე!), მუდმივად გამარჯვებულად ყოფნის სურვილი (ხანდახან მარცხი საუკეთესო მასწავლებელია ცხოვრებაში).