უნიკალური ახალმთვარეობა კირჩხიბის ზოდიაქოში - წინ იშვიათი "ვიქენდი" გველის

უნიკალური ახალმთვარეობა კირჩხიბის ზოდიაქოში  - წინ იშვიათი "ვიქენდი" გველის

მთვარის ფაზების შესახებ. ამ მხრივ 24 ივნისი გამორჩეული დღეა, იმიტომ რომ, ახალმთვარეობა გვაქვს კირჩხიბის ♋ ზოდიაქოს ნიშანში.  ეს დღე სხვა ახალმთვარეობებისგან განსხვავებული დღე იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ახალმთვარეობას ე.წ. "აღლუმია" ცაზე და ძალიან ბევრი პლანეტა კირჩხიბის ნიშანშია განლაგებული. ხვალ მაქსიმუმ ზეგ, ემოციები მომატებული იქნება. განსაკუთრებით აისახება ეს ახალმთვარეობა ქალებზე.

მოიმატებს გაღიზიანებადობა, დაბნეულობა. პრეტენზიულობა (მამაკაცებო აგვიტანეთ როგორმე!) მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ საჭესთან. მით უმეტეს, თუ მგზავრობას გეგმავთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ - შეამოწმეთ საბუთები, უპირობოდ დაემორჩილეთ სამართალდამცავებს. ზოგადად არ შეხვიდეთ კონფლიქტში. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ, თუკი საქმე ოჯახის წევრებს ეხებათ. მიმდინარე დღეების მანძილზე დიდია ოჯახური კონფლიქტების და ქალებთან კონფლიქტების ალბათობა. მოერიდეთ ალკოჰოლის ზედმეტ დოზას (მატულობს ინტოქსიკაციის საფრთხე), ასევე სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ზოგადად წყალთან. აუცილებელია აკონტროლოთ თქვენი ფიქრები და ემოციები. ახალმთვარეობა, მით უმეტეს ხვალინდელი ახალმთვარეობა არის უნიკალური დღე საიმისოდ, რომ გათავისუფლდეთ ყველაფრისგან რაც/ან ვინც გამძიმებთ, გაბრკოლებთ წინსვლაში. შესანიშნავი დღეა კვების რეჟიმის შესაცვლელად, მავნე ჩვევების მოსაშორებლად. ქალებთან (ნათესავებთან) ურთიერთობების დასარეგულირებლად.

დაბოლოს, მნიშვნელოვანი ინფორმაცია - ყველა ის ადამიანი, რომელიც დაიბადა მორიელის ♏ თევზების ♓ ნიშნით და ასევე ის ხალხი ვინც დაბადებულია ვერძის ♈ (მარტის ბოლოდან აპრილის 10-15-მდე), სასწორის (სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის 10-15-მდე) ♎ და თხის რქის ♑ (დეკემბრის ბოლოდან იანვრის 10-15-მდე პერიოდი) უნდა იყოს მაქსიმალური ყურადღებით ამ ახალმთვარეობას. მათთვის განსაკუთრებით ემოციური და მოვლენებით დატვირთული იქნება მიმდინარე ორი დღე.

ყველას სიმშვიდეს და პოზიტიურ განწყობას გისურვებთ!

გახსოვდეთ, "ყველაფერი რაც არ გვკლავს, უფრო ძლიერსა და ამტანს გვხდის".

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?