განსაკუთრებული მოთხოვნილება უჩნდებათ. ბევრი წყვილი კი სწორედ გაზაფხულზე იღებს დაოჯახების გადაწყვეტილებას, რაც სავსებით კანონზომიერია.
თუმცა, ასტროლოგები გვირჩევენ, რომ თავად ქორწინების თარიღის შერჩევას განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდოთ. საამისოდ კი მთვარის კალენდარი გამოგვადგება.
როგორც გაირკვა ყველაზე ჰარმონიული დღე ქორწინებისთვის მთვარის მეათე დღეა . განსაკუთრებით მაშინ, როცა წყვილი საკმაოდ ახალგაზრდაა და ქორწინება დიდი სიყვარულის საფუძველზე ხდება.
ცოტა უფრო ასაკოვანი პარტნიორებისთვის, ვის ქორწინებასაც საფუძვლად ურთიერთპატივისცემა და ნდობა უდევს სასურველია, მთვარის მეთერთმეტე დღეს დაინიშნოს საქორწინო ცერემონიალი.
ხოლო ისეთ წყვილებს, რომელთა შორისაც აბსოლუტური ნდობა, დიდი ხნის ნაცნობობა, ხანგრძლივი მეგობრობა ან თანამშრომლობა არსებობს - ასტროლოგები მთვარის მეთორმეტე დღეს ურჩევენ ურთიერთობების დაკანონებას.
ხელოვანი, ბოჰემური და არასტანდარტულად მოაზროვნე ადამიანების წყვილს კი ასტროლოგები მთვარის მეთექვსმეტე ან მეჩვიდმეტე დღის პირველ ნახევარში ურჩევენ ქორწინების რეგისტრაციას.
არანაკლებ კარგია ქორწინების თარიღად მთვარის ოცდამეერთე დღის არჩევა , მით უმეტეს თუ თქვენი პარტნიორი სხვა რასის, ეროვნების ან აღმსარებლობის ინდივიდთა რიცხვს განეკუთვნება.