ევროპული ტრადიცია – სიმბოლური საახალწლო საჩუქრებით ოჯახის წევრებისა და ახლობლების განებივრება ახალი წლის ღამეს. ზემოხსენებული საჩუქრების შესაძენად კი დეკემბრის პირველი ნახევარი იდეალური პერიოდი გახლავთ. ამიტომ, სანამ თბილისური მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები ხალხის ნაკადით გადაიჭედება Astrologi.ge-ს ადმინისტრაცია გირჩევთ, მშვიდად და ყოველგვარი აჩქარების გარეშე შეარჩიოთ შესაფერისი საჩუქრები თქვენთვის ახლობელი ადამიანების გულის გასახარად. ხოლო, ის თუ კონკრეტულად რა სახის სიურპრიზები ეამება დამდეგ ცხვრის წელს და რაც მთავარია, თქვენი ახლობლების გულებს, ქვემოთ მოყვანილ სტატიაში გაეცნობით დეტალურად:
გამომდინარე იქედან, რომ დამდეგი 2015 წელი ლურჯი/მწვანე – ცხვრის/თხის წელიწადი გახლავთ, საახალწლო საჩუქრების შეძენისას აქცენტი შესაბამისი ფერის და ტონალობის მქონე ნივთებზე აჯობებს რომ შეაჩეროთ.
ცხვრის წელი საშუალებას გაძლევთ საახალწლოდ თქვენი ოჯახის წევრები ერთობ პრაქტიკული საჩუქრებით დააჯილდოოთ. ამიტომ სასურველია თუ არჩევანს ყოველდღიური მოხმარების საგნებზე, სამოსზე ან აქსესუარებზე გააკეთებთ ნაცვლად ძვირად ღირებული სუვენირებისა. საახალწლო საჩუქრების ოქროს სამეულში კი შემდეგი ნივთები შედის:
1. ნაქსოვი სამოსი/აქსესუარები – შარფები, ქუდები, ბეწვით გაწყობილი ხელთათმანები.
2. ხის ან ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ნივთები – სამკაულები, ნაძვის ხის სათამაშოები, საოჯახო/სამზარეულო ინვენტარი.
3. ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული ტკბილეული – საუკეთესო ვარიანტია ე.წ. "ჰენდმეიდი" ტიპის ტკბილეული და სხვადასხვა სახის დელიკატესები.