ვერძი ბავშვი

ვერძი ბავშვი

აბა სცადეთ და მიზნისკენ მიმავალ გზაზე გადაეღობეთ, ისეთ ღრიალს მორთავს ყურებზე ხელების აფარება კი არა, ბლომად ბამბების გარჭობაც აღარ გიშველით. თუმცა, წამის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, მომხიბვლელი ღიმილით გაგიღიმებთ და მისთვის ვერაფერზე მოახერხებთ უარის თქმას.

ასტროლოგების აზრით, ვერძები (ისევე როგორც ლომები და მორიელები) ე.წ "ძნელადაღსაზრდელთა" კატეგორიას განეკუთვნებიან. ამიტომ ნუ გიკვირთ, თუკი თქვენი პატარა გამუდმებით ითხოვს ყურადღებას თქვენგან, მაგრამ ამავე დროს დამოუკიდებლობაც ჰაერივით ესაჭიროება.

მისი ამბიციები ჩვილობის ასაკიდან ვლინდება. ჯერ წესიერად ჯდომაც არ უსწავლია, უკვე ხოხვასა და სირბილს ცდილობს პატარა ფეხებით. დაეხმარეთ ხოლმე ამ მოძრავ, ცეცხლოვან არსებას. ბავშვობის ასაკში და მერეც, დაცემისას ხშირად წამოაყენეთ და გაამხნევეთ, როგორც გადატანითი ისე პირდაპირი მნიშვნელობით; რადგან არავინ იცის, კიდევ რამდენი დაცემა და ტკივილი ელის მას ცხოვრებაში. თუმცა, კოპები რომ ჯიუტ შუბლზე არაერთგზის "დაასხდება" ეს უდაოა. ამიტომ, თქვენი თანადგომა მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, თუ გინდათ, რომ მთელი ცხოვრება მეგობრად მიგიჩნიოთ და თქვენგან დამალული არაფერი ჰქონდეს.

Astrologia

მიუხედავად იმისა, რომ იგი საკმაოდ კონტაქტურია და უცნობ ადამიანებსაც მეგობრულად უცინის, მთელი გულით პატარა ვერძს მხოლოდ ის ადამიანები უყვარს, ვისთანაც წარუმატებლობის შემთხვევაში მიირბენს და თავს ინუგეშებს. ვერძები ხიფათიანები არიან, ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოარიდოთ მისი თვალთახედვის არეს მჩხვლეტავი, მჭრელი და აალებადი საგნები. თორემ, უეჭველად მოქმედებაში გამოცდის და რა გგონიათ, რომ დაიწვას ან გაიჭრას ჭკუას ისწავლის და მეორედ აღარ იზამს? არაფერიც! ექსპერიმენტების ჩატარებას უფრო მეტი მონდომებით გააგრძელებს, თქვენ კი ქრონიკული თავის ტკივილის კარგი მიზეზი გაგიჩნდებათ.

ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია, ამიტომ პატარა ვერძები ეგოისტები არიან, არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენმა შვილმა, სრულიად მოულოდნელად და უბოდიშოდ დაიფრინოს თანატოლები, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანი მას თამაშის დროს ლიდერობას შეეცილა. თუმცა, ზუსტად თქვენი ვერძი იქნება ის გულუხვი არსება, ვინც ერთადერთ კანფეტს დაუნანებლად გაუწოდებს მის გვერდით მჯდომ ატირებულ თანაკლასელს, რომელსაც უფროსმა ძმამ შოკოლადი შეუჭამა.

პატარა ვერძები (სხვათა შორის დიდებიც!) ზღაპრების მოყვარულები არიან, ამიტომ კარგი ზღაპრების წიგნი მისი დაბადებისთანავე უნდა შეიძინოთ. ხოლო ცოტა უფრო დიდ ასაკში მის გაუთავებელ კითხვებს "რატომ?", "რისთვის?" და "რატომ არა?" მოთმინებით მოეკიდოთ. რა ქნას ბავშვმა თუ ამქვეყნად ყველაფერი აინტერესებს? დაიმახსოვრეთ, განურჩევლად იმისა, გოგონაა თუ ბიჭი გარეგნული თავდაჯერებულობის მიღმა, თქვენი პატარა ვერძი ძალიან მგრძნობიარე და გულჩვილია. ამიტომ, ისეთ შენიშვნებს ნურასოდეს მისცემთ, რაც მას საკუთარი თავისადმი რწმენას შეურყევს ან დაუკარგავს. უმჯობესია ჭკუა მეგობრული ტონით დაარიგოთ და ყოველთვის გაუსვათ ხაზი იმ ფაქტს, რომ მიუხედავად იმისა როგორ გამოიყურება, რა ნიშნებზე სწავლობს ან რამდენად ბეჯითია, თქვენ იგი მაინც ისეთი გიყვართ როგორიც არის, თუმცა ისურვებდით რომ უკეთესიც ყოფილიყო. დამიჯერეთ, პატარა მარსიანელისთვის, ამგვარი შეფასება ყველაზე დიდი სტიმულია საიმისოდ, რომ იგი ზუსტად ისეთი გახდეს, როგორსაც თქვენ გინდათ რომ ხედავდეთ მას მომავალში.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?