ცხოვრებისეული პრობლემის გადაჭრაში. რესპონდენტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მქონე ადამიანები არიან, ისინი შეკითხვებს ჟურნალ "გზის" მეშვეობით გვაწვდიან და საიტის ადმინისტრაცია ცდილობს მათ შეძლებისდაგვარად გაუწიოს კონსულტაცია.
ვფიქრობ საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის ამ მასალის გაზიარება.
ისტორია პირველი
"არ მინდა ოჯახის შექმნა, ამაში ბედნიერება არ არის"
ხატია:
"გამარჯობა. მეც ძალიან მჭირდება თქვენი რჩევა და იმედი მაქვს, დამეხმარებით. დავიბადე 1994 წლის 5 იანვარს, დღის საათებში, პირველის წუთებზე. საშინელი ხასიათი მაქვს! რაც უფრო ვცდილობ სხვებთან კონფლიქტი არ მომივიდეს, მით უფრო მეტს ვჩხუბობ. ისეთ რამეზე ვბრაზობ, რასაც სხვა ყურადღებას არ მიაქცევს. "გოგო" – ამ მომართვაზეც კი "ვფეთქდები". დარწმუნებული ვარ, არც ერთი ოჯახის წევრი (დიდი სანათესაო მყავს) და მეგობების უმეტესობა პატივს არ მცემს. სულით ლიდერი ვარ და თითქოს, ამის აღიარების მცხვენია, თან – საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ვახერხებ და შიგნიდან ვიბოღმები, ძალიან კომპლექსიანი გავხდი. ცნობისათვის, სოციალურ-პოლიტიკურზე ვსწავლობ... მგონია, სულ ცუდად უნდა ვიყო და საშინელება ვარ. ვფიქრობ, ბედნიერი ვერასდროს ვიქნები, რადგან არ არსებობს ბედნიერება. აღარც მიზანდასახული ვარ. მარტო ცუდის მწამს, კარგის – არა. ვიცი, ყოველთვის უბედური ვიქნები... ერთ ბიჭთან მაქვს ურთიერთობა. ის 1994 წლის 26 სექტემბერს დაიბადა (დრო არ ვიცი). ძალიან ვუყვარვარ. მეც მომწონს. ვერ ვეშვები, მაგრამ მასთანაც არ მინდა, რადგან არ მჯერა სიყვარულის. არ მინდა ოჯახის შექმნა, ამაში ბედნიერება არ არის. არც იმის მჯერა, მთელი ცხოვრება ერთ ადამიანთან ყოფნა რომ შეიძლება. ჩემზე და ამ ადამიანზე რას მეტყვით? შეიძლება, ოჯახი გვქონდეს? მითხარით, რატომ ვარ ასეთი ცუდი და დაწყევლილი ადამიანი?"
Astrologi.ge: – ხატია, ჩემო კარგო, შენ საკმაოდ რთული ცხოვრებისეული მისიითა და ბედით ხარ დაბადებული. ამასთან, არც ხასიათი გაქვს მარტივი, საკმაოდ ფიცხი ხარ (ვერძის ძლიერი გავლენის ქვეშ ბრძანდები და ამიტომ) თუმცა, შენი სიფიცხე წამიერია და მერე ნანობ ჩადენილს. გირჩევ, შენში სასწორის თვისებები წამოსწიო ანუ ის, რისი რესურსიც გაგაჩნია (ქვეცნობიერით სასწორი ხარ): გამოიმუშავე უფრო მეტი ლოიალურობა, გამოამჟღავნე დიპლომატიის უნარი. ძალიან ჯიუტი და პრინციპული ხარ, მაგრამ ადამიანებთან ინტენსიური კონტაქტის გარეშე ყოფნაც არ შეგიძლია. ამიტომ გირჩევ: აირჩიე სფერო, რომელიც მომსახურების თემას ეხება, ეს შენს შემთხვევაში არათუ სასურველი, არამედ აუცილებელიც კი არის – კარმულად გაქვს მისია, იყო სხვების შემწე, დამხმარე, მფარველი და გაჭირვებისას – დასაყრდენი. როგორც წერ, სოციოლოგიას სწვალობ. ეს კარგია, მაგრამ შენი უშუალო საქმიანობა უნდა მოიცავდეს ქველმოქმედებას, სიკეთის კეთებას, უანგარო დახმარების უნარს. შენ ცხოვრებაში ხშირად იქნება რთული და ექსტრიმით სავსე მომენტები, თუმცა, თუ უფრო მეტ დროს სხვებზე ზრუნვაში დახარჯავ, სხვებს კონფლიქტში ნაკლებად აჰყვები და შეეცდები, უფრო მეტად ლოიალური, დამთმობი, შემწყნარებელი იყო ადამიანების მიმართ, შედეგად დაინახავ, თუ როგორ დალაგდება სიტუაცია შენ გარშემო, ადამიანები გამოიჩენენ შენთან ურთიერთობის ინიციატივას, რადგანაც მათთვის საჭირო პიროვნება გახდები. ასე რომ, საკუთარი ბედი შენს ხელთაა, ჩემო კარგო! საკუთარ თავზე მუშაობას თუ დაიწყებ, სამომავლოდ შენგან საყოველთაოდ დაფასებული, პატივსაცემი და საყვარელი პიროვნება შედგება...
ქორწინება გექნება ასაკით უფროს ადამიანთან ან თანამდებობის პირთან. პარტნიორი, რომლის მონაცემებიც მომწერე, მეტ-ნაკლებად შეგეფერება, თუმცა, ვფიქრობ, რომ ოჯახს ცოტა მოგვიანებით შექმნი და ეს ნაბიჯი გააზრებული, კარგად აწონილ-დაწონილი გექნება.
ისტორია მეორე
"შენ დაიბადე იმისთვის, რომ ინოვაციურ სფეროში მიაღწიო წარმატებას"
თეონა:
"დავიბადე 1990 წლის 12 ნოემბერს, შუადღის 12 საათზე. არ მიმართლებს არც პირად ცხოვრებაში და არც – კარიერაში. გთხოვთ, შემიდგინეთ ჩემი ასტროლოგიური რუკა".
Astrologi.ge: – საყვარელო თეონა, პრობლემების სათავე საკუთარ ხასიათში უნდა ეძებო. საკმაოდ ინფანტილური და ეგოისტი ხარ, საკუთარი ინტერესები ყველასა და ყველაფერზე მაღლა გაქვს დაყენებული. ჰოდა, ამიტომაც ვერ ახერხებ გარშემო მყოფებთან ჰარმონიულ ურთიერთობას. მინდა გითხრა, რომ ზოგჯერ შენნაირი ადამიანები ოფიციალურად არც ქორწინდებიან. შენ დაიბადე იმისთვის, რომ რაიმე ინოვაციურ სფეროში მიაღწიო წარმატებას და ეს შეიძლება იყოს ინტერნეტინდუსტრია. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ: საკუთარ ხასიათში ინფანტილიზმსა და ეგოიზმს თუ არ მოერიე, შეიძლება, ისევ და ისევ შენივე მიზეზით, ოჯახის დანგრევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდე.
ისტორია მესამე
"ასტროლოგიური პროგნოზი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით"
თეო-თეო:
"გამარჯობა. დავიბადე 1983 წლის 4 მაისს, დილის 7 საათზე. მაინტერესებს ჩემი ასტროლოგიური პროგნოზი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. რატომღაც, არ მიმართლებს. თავიდან თითქოს, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მერე ყოველთვის ყველაფერი რთულდება და ვერ ვხვდები პრობლემის წარმოქმნის მიზეზს. წინასწარ დიდი მადლობა".
Astrologi.ge : – თეო, შენს შემთხვევაში პირად ურთიერთობებს "კურირებს" "ხულიგანი" პლანეტა ურანი, ამიტომ ხშირად, მოულოდნელად დაწყებული რომანები ასევე მოულოდნელად და გაურკვევლად სრულდება. თუმცა, ეს გარკვეულ დრომდე... დაახლოებით 28 წლის ასაკში ან ცოტა მერე, ოჯახსაც ასევე მოულოდნელად, დაუგეგმავად შექმნი. შენი მეორე ნახევარი შესაძლოა იყოს შენივე თანამშრომელი ან ასაკით უმცროსი პიროვნება.
ისტორია მეოთხე
"მთელი ცხოვრება თან მდევს უიღბლობა..."
ნანა:
"გამარჯობა! დავიბადე 1972 წლის 16 მარტს, დღის საათებში (ზუსტი დრო ჩემთვის უცნობია, მაგრამ იმედი მაქვს, მაინც შეძლებთ ჩემთვის ორიოდე სიტყვის თქმას). მთელი ცხოვრების განმავლობაში თან მდევს უიღბლობა, არასოდეს არაფერში მიმართლებს: არც პირად ცხოვრებაში, არც – კარიერაში. დასახულ მიზანს დიდი შრომისა და ნერვიულობის შედეგად ვაღწევ, ისე, რომ სიხარულის შეგრძნებაც აღარ მიჩნდება. გთხოვთ, იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე იმისათვის, რომ ჩემი ცხოვრება ცოტათი მაინც შეიცვალოს უკეთესობისაკენ? დახმარებისთვის წინასწარ გიხდით მადლობას".
Astologi.ge : – ქალბატონო ნანა, ძალიან რთულია ზუსტი პასუხის გაცემა თქვენს კითხვაზე, რადგანაც ჩემთვის დაბადების საათი არ არის ცნობილი. ვეცდები, ზოგადი ინფორმაციით შემოვიფარგლო. თქვენში ბევრია ვერძის და კუროს თვისებები, რის გამოც, სავარაუდოდ, საკმაოდ იმპულსური და "ფეთქებადი" ხართ. გარდა ამისა, გახასიათებთ გარკვეული გაუბედაობა მაშინ, როცა საჭიროა ქმედება და რისკი. ამის გამო ხშირად, ხელიდან გეცლებათ ცხოვრებისეული შანსები. გირჩევთ, რაიმე სახის საკომუნიკაციო სფეროში მონახოთ საკუთარი თავი. ნებისმიერი რამ, რაც ინტერნეტს, შუამავლობას, ინფორმაციის გაცემას ეხება, წარმატებას მოგიტანთ (ასევე, კარგია ზოგადად, ტექნიკის სფერო).
ისტორია მეხუთე
"ის სიმპათიის ობიექტებს ხშირად იცვლის, შენ კი საკამოდ ეჭვიანი ხარ"
მეგი:
"ძალიან გთხოვთ, პირადი ჰოროსკოპის შედგენაში დამეხმაროთ. ვერაფრით ავაწყვე პირადი ცხოვრება, არც კარიერაში მიმართლებს დიდად. მოკლედ, ამ ყველაფერს უდიდესი დეპრესიაც ემატება. საქმე ის არის, რომ უზომოდ ვარ შეყვარებული ერთ ადამიანზე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. დავიბადე 1990 წლის 25 ოქტომბერს, დილის 05:30 საათზე, ის კი 1988 წლის 2 ივნისს (საათი არ ვიცი). ძალიან გთხოვთ, მითხარით, ერთად ყოფნის რაიმე შანსი თუ გვაქვს?"
Astrologi.ge: – საყვარელო მეგი, მინდა გითხრა, რომ შენი რუკა ემიგრაციის ალბათობას მიჩვენებს და დიდი შანსია იმის, რომ მომავალი მეუღლეც უცხოელი იყოს. ოჯახს დაახლოებით, 28 წლის ასაკში ან შემდეგ შექმნი. რაც შეეხება პრობლემებს პროფესიული კუთხით: ჯერ ოჯახის წევრებთან დაძაბული ურთიერთობა მოაგვარე, შემდეგ კი კარიერული წინსვლა თავისთავად მოვა. შენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ "თავსდები" ოჯახის წევრებთან. ვფიქრობ, მათთან დაძაბული ურთიერთობა გაქვს, ახლობლებს გაუგებარი და ჯიუტი ადამიანი ჰგონიხარ... ახლა რაც შეეხება პიროვნებას, ვის მიმართაც გრძნობები გაქვს: თქვენ მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც, "თავსებადები" ხართ. მას ზოგადად, არ ახასიათებს მონოგამიურობა, ამიტომ სიმპათიის ობიექტებს ხშირად იცვლის, შენ კი საკამოდ ეჭვიანი და მესაკუთრე ხარ.
ისტორია მეექვსე
"მას გასართობ ღონისძიებაზე გაიცნობ"
სოფო:
"რამდენჯერ მოგწერეთ, მაგრამ მაინც არ გამომიქვეყნეთ. ახლა კიდევ ერთხელ მოგწერთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ყურადღებას მომაქცევთ... ძალიან მჭირდება პირადი ჰოროსკოპის შედგენა, თუნდაც მოკლედ, რომ მივხვდე და გავიგო, ამქვეყნად საერთოდ, რა მისიით მოვედი? საშინლად დამღალა ყველაფერმა და ვეღარ ვიტან ცხოვრებას, რადგან არაფერში მიმართლებს. ყოველთვის რაღაც იწყება და მერე არასდროს გრძელდება. ზოგჯერ მგონია, ჯადო მაქვს გაკეთებული. არადა, ყველა მეუბნება, რომ განსაკუთრებული გოგო ვარ და ყველაფერს მივაღწევ, თუკი უფრო მეტად მოვინდომებ. ძალიან პესიმისტურად ვარ უკვე განწყობილი და კიდევ ერთხელ გთხოვთ, ასტროლოგს მიაწოდოთ ჩემი მესიჯი. დავიბადე 1986 წლის 10 ივლისს, დაახლოებით დილის 8 საათზე. მოუთმენლად ველი თქვენს დახმარებას. წინასწარ გიხდით მადლობას".
Astrologi.ge: – სოფო ჩემო კარგო, ძალიან უცნაურია შენი პესიმიზმის მიზეზი. შენ ხარ კირჩხიბი, რომელსაც ლომის თვისებები უფრო აქვს, ვიდრე ტიპური კირჩხიბის. ძალიან ამბიციური, ეპატაჟური და სიცოცხლისუნარიანი ადამიანი ხარ. მინდა გითხრა, რომ ბრწყინვალე კარიერა გელის ადმინისტრაციულ, იურიდიულ ან საკანონმდებლო უწყებაში. ტიპური კარიერისტის რუკა გაქვს, ამიტომ შენ ადგილას ყურებს არ ჩამოვყრიდი. ყველაფერი საუკეთესო წინ გაქვს. რაც შეეხება დაოჯახებას, გვიანი ქორწინება გექნება ხელოვან ან შემოქმედებითად აქტიურ ადამიანთან, რომელსაც რაიმე გასართობ ღონისძიებაზე გაიცნობ.
ისტორია მეშვიდე
"გაუფრთხილდით მეუღლის ფსიქიკას"
უცნობი ქალი:
"დავიბადე 1984 წლის 31 დეკემბერს, 11:00 საათზე. ჩემი მეუღლე დაბადებულია 1980 წლის 27 აგვისტოს. გვაქვს დაძაბული ურთიერთობა. როგორ ფიქრობთ, შევძლებთ ოჯახის შენარჩუნებას? როგორ უნდა დავძლიოთ რთული პერიოდი?"
Astrologi.ge: – ქალბატონო, ჩემი არაერთგზის თხოვნისა, არ გაქვთ გათვალისწინებული ის, რომ კითხვის გამოგზავნისას დააკონკრეტოთ დილის საათებში დაიბადეთ თუ ღამის! ამიტომ ზუსტი პასუხის გაცემა სამწუხაროდ, თქვენს შეკითხვაზე არ შემიძლია. ერთადერთი, რისი თქმაც ამ ინფორმაციის საფუძველზე შემიძლია, არის ის, რომ გირჩიოთ, ცოტა უფრო ლოიალური იყოთ მეუღლის მიმართ. თქვენ საკმაოდ ფიცხი, ხისტი და აგრესიული ადამიანი ხართ, მეუღლე კი ემოციურად ძალიან სენსიტიურია და ადვილად წყინს. გაუფრთხილდით მის ფსიქიკას, სხვა შემთხვევაში, მას თქვენ გვერდით ყოფნა ძალიან გაუჭირდება!
ისტორია მერვე
"კარგი იქნება, თუ უცხოელებისთვის იმუშავებთ"
უცნობი:
"დავიბადე 1982 წლის 17 ივნისს, 17:00 საათზე. მაინტერესებს, როგორ დამახასიათებს ასტროლოგი? ოჯახის შესაქმნელად ჩემთვის საუკეთესო პერიოდი როდის არის და რა მელოდება კარიერაში? მადლობა".
Astrologi.ge: – საკმაოდ ემოციური, გარკვეულწილად, ექსტრემისტი ხართ. ერიდეთ სტრესს, ნერვულ გადაძაბულობას – ეს ჯანმრთელობის გაუარესებას გამოიწვევს. ტყუპისა და კუროს დაბალანსებული ნაზავი ხართ. ამიტომ ტყუპის კვალობაზე უფრო მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათი უნდა გაგაჩნდეთ. კომფორტის მოყვარული, მატერიალისტი და მესაკუთრე ბრძანდებით. დაოჯახებას რაც შეეხება: წესით, აქამდეც უნდა იყოთ გათხოვილი, საამისოდ შანსი 30 წლამდე მოგეცემოდათ და საკმაოდ ჰარმონიული ოჯახის შექმნაც შეგეძლოთ. სხვა საქმეა, რამდენად გამოიყენეთ ეს შანსი. ისე კი, კარმულად მოგეთხოვებათ ოჯახი გყავდეთ, სხვა შემთხვევაში წინსვლა ნაკლებად გექნებათ. კარგი იქნება, თუ უცხოელებთან იმუშავებთ ან სულაც, სამუშაოს საძიებლად საზღვარგარეთ გაემგზავრებით.
P.S. თუ საკუთარი პრობლემის გადაჭრა გიჭირთ და გსურთ, რჩევისთვის ასტროლოგს მიმართოთ, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მოგვწერეთ მეილზე: likaqajaia@gmail.com მოგვწერეთ საკუთარი დაბადების წელი, თვე, რიცხვი და საათი (იქვე მიუთითეთ, დილის საათებში მოევლინეთ ქვეყნიერებას თუ საღამოს). ყველას წარმატებას გისურვებთ!