ვინ არიან ქალწულები?

ვინ არიან ქალწულები?

მზემ საკუთარი ჭეშმარიტი სამყოფელი - ლომის ზოდიაქო დატოვა და ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლა მთელი ერთი თვით. ქალწული ზოდიაქოს მეექვსე სახლის მმართველია, რაც თავის მხრივ მედიცინას და სხვებზე ზრუნვას, ზოგადად მსახურების თემას შეესაბამება. ამიტომ გასაკვირი არაა რატომ არის ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებში ჰიპერთროფირებული დოზით ზრუნვისა და წესრიგის დაცვის მოთხოვნილება გამოვლენილი. ქალწულის ზოდიაქოს პლანეტა მერკური მართავს, რომელიც საკუთარ "შვილებს" ანალიტიკური აზროვნების უნარს, დეტალებზე ორიენტირებულობას და რეალისტური ხედვის უნარს ანიჭებს. კიდევ ერთი, მერკურით მართული ნიშნის ტყუპისგან განსხვავებით მერკური ქალწულის ზოდიაქოთი დაბადებულებთან თავს გაცილებით უფრო ღრმად და სრულფასოვნად ავლენს. მაშინ როცა ტყუპი ჰაერის სტიქიის გავლენით გარკვეული ზედაპირულობით გამოირჩევიან, ქალწულებს მიწის სტიქიის ჭეშმარიტ წარმომადგენლებს - მეტი სტაბილურობა და სიმყარე ახასიათებთ.

თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ქალწული ე.წ. მუტაბელური ანუ ცვალებადი ნიშნების კატეგორიას განეკუთვნება, რის ხარჯზეც იგი გამუდმებითაა დაკავებული იმით, რომ შეცვალოს გარემო და საკუთარი თავი. ქალწული აუმჯობესებს და ხვეწს ყველაფერს დაწყებული საკუთარი ჯანმრთელობით, დამთავრებული საცხოვრებელი სახლითა და სამუშაო პირობებით. ზოდიაქოს ამ ნიშანს გასაოცარი შრომისუნარიანობა ახასიათებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქალწულები ზოდიაქოს ქრონიკული "ვორკოჰოლიკები" არიან. შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობა, რომელიც მათ უმრავლესობას გააჩნია ცხოვრებაში ქალწულთან დიდი შრომის შედეგად მოდის და არა უბრალო შემთხვევითობის მიზეზით. ეს ხალხი საკუთარ მატერიალურ დოვლათს და ფინანსურ სტაბილურობას მართლაც რომ საკუთარი ხელით აშენებს და არასოდეს ეზარება ამის კეთება.

ცნობილი ქალწულები:

Astrologia

ქალწულების უმეტესობა ასოციალური, უფრო მყუდროების მოყვარული ინდივიდია. შესაბამისად, მათ შორის ლიდერს იშვიათად შეხვდებით. ამ ადამიანებს არ უყვართ ხმაურიანი გართობა და ქაოსი. ზოგადად ქაოსი და უწესრიგობა ქალწულში პანიკის დიდ შეტევას იწვევს. ამიტომ იგი გამუდმებით იმის ცდაშია, რომ "დაალაგოს" გარშემო ყველაფერი და აბსოლუტურ წესრიგს დაუქვემდებაროს.

ამ ადამიანებს ფრთხილი ხასიათი აქვთ, შესაბამისად, მარტივად არ იღებენ სიახლეებს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალწული ინოვაციის მიმართ მტრულად განწყობილი ნიშანია. უბრალოდ, მას დრო და შესაბამისი მომზადება ესაჭიროება საიმისოდ, რომ ახალ გარემოებას, ახალ ადამიანებს ან ცხოვრების ახლებურ წესს გაუსწოროს თვალი. თუმცა, თუკი მან რამე მიიღო და შეიყვარა, ეს სამუდამოდ ხდება. ქალწული "დამოკიდებულების" ნიშანია, რასაც ცხოვრებაში შემოუშვებს მასთან განშორება შემდგომში ძალიან ეძნელება.

ეს არის საოცრად რაციონალური, მზრუნველი და მუყაითი ხალხის ზოდიაქო. ქალწულები უმცირეს დეტალებსაც კი გასაოცარი სიზუსტით ამჩნევენ. ამიტომ მათ მახვილ თვალს ვერაფერს და ვერასდროს გამოაპარებთ. ისინი სიყვარულშიც ისეთივე რაციონალურ მიდგომას ამჟღავნებენ, როგორც ყველაფერში ამქვეყნად. მათთვის რთულია პარტნიორის არჩევა, თუმცა, თუკი მაინც გადაწყვიტეს ვინმესთვის ცხოვრების დაკავშირება, ზედმიწევნით იდეალური მეუღლეები, ერთგული პარტნიორები და სანიმუშო მშობლები დგებიან.

საუკეთესო პარტნიორად ასტროლოგები ქალწულისთვის კირჩხიბის, კუროს, თხის რქის და მორიელის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მოაზრებენ . ზუსტად ამ ნიშნებს შორის უნდა ეძებოს ქალწულმა ცხოვრების პარტნიორი იმიტომ რომ, მათში ბევრია ქალწულისთვის მისაღები ცხოვრებისეული ხედვა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?