ვინ არიან მშვილდოსნები?

ვინ არიან მშვილდოსნები?

ყველაზე ოპტიმისტი, ხალისიანი, მეგობრული და გულუხვი ხალხის ზოდიაქოს მშვილდოსანს "უდიასახლისებს". პლანეტა იუპიტერი, რომელიც ამ ნიშნის მმართველ პლანეტად ითვლება, ყველაზე დიდი და "კეთილი" პლანეტაა გალაქტიკაში. ასტროლოგთა აზრით, ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე რთულ პლანეტარულ განლაგებას იუპიტერის ჩარევა აუცილებლად არბილებს ან შედარებით მსუბუქ ფორმებს აძლევს. ასევე არიან თავად მშვილდოსნებიც. ამ ხალხის გავლენით ნებისმიერი ტიპის თავყრილობა გაცილებით უფრო მხიარული და დინამიკური ხდება. მშვილდოსნებს არაჩვეულებრივი ორგანიზატორული ნიჭი და ორატორის თვისებები გააჩნიათ. ისინი თავს კარგად პოულობენ პოლიტიკაში. თუმცა, მნიშვნელოვანი საკითხებისადმი ზერელე დამოკიდებულება და დეტალებისადმი აბსოლუტური იგნორი ხშირად ხდება მშვილდოსნისთვის პოლიტიკურ სარბიელზე კრახის მიზეზი.

არ აქვს მნიშვნელობა, ქალია თუ მამაკაცი ამ ხალხს განურჩევლად სქესისა თანდაყოლილი ქარიზმა და მომხიბვლელობა ახასიათებს. მშვილდოსნებს შორის იშვიათად შეხვდებით მორცხვ, ასოციალურ და მორიდებულ ადამიანს. უშუალობის, იუმორის გრძნობის სიჭარბისა და ოპტიმიზმის წყალობით ისინი მუდმივად გარემოცული არიან მრავალრიცხოვანი მეგობრებით. ზოგადად მეგობრობა და მეგობრობის თემა მშვილდოსნისთვის ცხოვრებაში ამოსავალი წერტილია. ამ ხალხს მართლაც შეუძლია იყოს ჭეშმარიტი მეგობარი და საკუთარ ინტერესებზე წინ, ხშირად მეგობრის ინტერესებიც კი დააყენოს.

Astrologia

მამაკაცი მშვილდოსნების დიდი ნაწილი გულთამპყრობლისა და "ქრონიკული ბერბიჭას" სტატუსს ინარჩუნებს საკმაოდ ხანდაზმულ ასაკამდე. იდეალისტური ბუნების გამო, არც ქალი მშვილდოსნები ჩქარობენ ოჯახური ბორკილებით თავის ნაადრევად შეზღუდვას.

ამასთან ერთად, ორივე სქესის მშვილდოსნებს თავისუფლების წრეგადასული სიყვარული, პარტნიორის იდეალიზაცია და სიახლეების დაუცხრომელი ძიება ახასიათებთ. შესაბამისად, მათთვის მოსაწყენი ხდება, ტიპური, რუტინული ოჯახური ცხოვრება თავისი მსხვილმან-წვრილმანი საზრუნავებით. რის ხარჯზეც ნებისმიერი სქესის მშვილდოსანი დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას, სასწრაფოდ გაარღვიოს ეს "მოჯადოებული წრე და გზას გაუდგეს ახალ-ახალი თავგადასავლების საპოვნელად. ზემოთქმულის გათვალისწინებით გასაკვირი არ არის ალბათ ის ფაქტი, რომ მშვილდოსნებს შორის განქორწინების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

მშვილდოსნის სიმბოლო კენტავრი გახლავთ. ნახევრად ადამიანი, ნახევრად – მხეცი. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს განაპირობებს ამ ხალხის ბუნებაში გარკვეულ რადიკალიზმს – მაქსიმალური ცუდადან, მაქსიმალური პოზიტივისკენ. ამიტომ ნებისმიერ მშვილდოსანს კარგად უნდა ახსოვდეს, თუკი საკუთარ თავს ნებას მისცემს ცხოველურ საწყისს გადააბიჯოს, მისთვის ადამიანებთან კონტაქტი უკვე საკმაოდ პრობლემატური და ხშირად შეუძლებელი გახდება. ოქროს შუალედის პოვნა კი მშვილდოსნისთვის არცთუ ადვილი საქმეა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?