ვინ არიან ტყუპები?

ვინ არიან ტყუპები?

და მოუსვენარი, ქაოსური და მრავალმხრივი ტყუპის ზოდიაქოში გადაინაცვლა.

ტყუპის ზოდიაქო უძველეს მითს უკავშირდება მითური ძმების კასტორისა და პოლიდევკეს შესახებ. მათ შორის ერთს, ღმერთებმა უკვდავება მიანიჭეს ხოლო მეორეს მოუხდა ჩვეულებრივი მოკვდავის სტატუსს დასჯერებოდა. თუმცა , ბრძოლის ველზე ძმის სიკვდილის შემდეგ, ტყუპისცალმა, რომელსაც მარადიული სიცოცხლის უფლება ჰქონდა, შესთხოვა ზევსს მისთვისაც მიეცა ჩვეულებრივი მოკვდავივით სიკვდილის უფლება, რათა საყვარელ ძმას სულეთის სამეფოში შეერთებოდა.

ტყუპის ზოდიაქო ნამდვილი ძმობისა და დედმამიშვილობის სიმბოლოა . შემთხვევითი როდია, რომ ამ ნიშანს ზოდიაქოს მესამე სახლი შეესაბამება, რაც თავის მხრივ სხვა ბევრ დანარჩენ თემებთან ერთად პროფესიული ასტროლოგიის კუთხით სწორედაც რომ ჩვენს დედმამიშვილებს განასახიარებს.

ტიპური ტყუპი აქტიური, მოუსვენარი, უზომოდ მოძრავი და მოლაპარაკე ადამიანია. ხშირად ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს გარშემო მყოფი, შედარებით უფრო სიმშვიდის მოყვარული ნიშნები აუტანელი ლაქლაქას იარლიყსაც აწებებნ . რაც ნაწილობრივ შეესაბამება კიდეც სიმართლეს.

ტყუპს უყვარს კომუნიკაცია და თუ ისე მოხდა, რომ ადამიანებისგან იზოლაციაში უწევს ყოფნა ან ინფორმაციულ ვაკუუმს განიცდის, სავსებით შეიძლება ნერვოზულ მდგომარეობამდეც კი მივიდეს მისი მუდამ მაძიებელი და ცნობისმოყვარე ბუნება.

ამ ადამიანებს მრავალმხრივი ინტერესები და ცონდა გააჩნიათ. თუმცა, ნაკლი ის აქვთ, რომ ყველაფერს ზედაპირულად და არასიღრმისეულად სწავლობენ ან მალე იბეზრებენ და რაიმე, ახალ ინტერესზე ახდენენ კონცენტრაციას. თუმცა, ესეც მოკლე ვადით.

ტყუპი გამჭრიახი და ანალიტიკური აზროვნების მქონე ნიშანია. პლანეტა მერკური, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს პასუხს სწორედ რომ აზროვნებაზე, ინფორმაციის სწორად გადმოცემაზე აგებს. ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ტყუპს შორის ყველაზე ბევრ ჟურნალისტს ვხვდებით. ჟურნალისტის საქმიანობა ხომ ზუსტად შეესაბამება მერკურის მახასიათებლებს.

ტყუპს ინფორმაციის მოძიება-გაცვლის ფანტასტიკური უნარი აქვთ. თუმცა, ამასთან ერთად, ხშირად გულმავიწყებიც არიან და სავსებით შეიძლება დანაპირები დაავიწდეთ, დააგვიანონ შეხვედრაზე ან უბრალოდ, აზრი შეიცვალონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას.

ისინი ბავშვურად მომხიბვლელები და უბოროტოები არიან. ალბათ ეს არის ზუსტად ის თვისება, რის გამოც ტყუპი ზოდიაქოს ყველაზე შურისმაძიებელ და ენამწარე მორიელსაც კი მარტივად სჯაბნის პაექრობაში.

ტყუპი ორსახოვანი და გაორებული ნიშანია. ამიტომ ამ ადამიანებს სტაბილურობას საქმეში ან სიყვარულში ამაოდ ნუ მოსთხოვთ. მათ ზოგადად შეუძლიათ ვინმეს ერთგულება, თუმცა ნაკლებად ეხერხებათ თავის შეზღუდვა მაშინ, როცა პარტნიორი მოსაწყენი და რუტინული ხდება. მსგავსად ჩვილისა, რომელიც ხან ერთ სათამაშოს ეპოტინება, ხან მეორეს ტყუპსაც გამუდმებით სჭირდება "გასართობი" საგანი , საქმის ან პარტნიორის სახით. ამიტომაც არის მათ ცხოვრებაში როგორც პროფესიულად, ისე პარტნიორულად საოცარი მრავალფეროვნება.

ჰაერის ნიშნის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ტყუპი იშვიათად გამოირჩევა კონფლიქტურობისკენ მიდრეკილებით. მას მარტივად გამოსდის წარსულის საერთოდ დავიწყებაც. ყველაფერი ის, რაც ამძიმებს და წარსულისკენ ქაჩავს ტყუპისთვის უბრალოდ მენტალური ნაგავია, ამიტომ წარსულის განულებას იგი იოლად ეგუება.

ტყუპი ქალები საოცარად მომხიბვლელები, ქარიზმატულები და კომუნიკაბელურები არიან. თაყვანისმცემლების ნაკლებობას არასოდეს უჩივიან, თუმცა მათ ანგარიშზე ხშირად სოლიდური რაოდენობის არის ასევე განქორწინების მაჩვენებელიც . თავქარიანმა ტყუპმა შეიძლება მარტივად შეიყვაროს ვინმე, მაგრამ ასევე მარტივად მოახერხებს პარტნიორის სხვა, უფრო საინტერესო პერსონით ჩანაცვლებას იმ შემთხვევაში, თუ მეუღლე მას მოსაწყენად ეჩვენება.

მამაკაცი ტყუპი, გალანტურები დაკარგი მოსაუბრეები არიან. ეს ისეთი მამაკაცია, რომელიც ქალს "ენით დააბამს" მარტივად. ამასთან ერთად, ტყუპ მამრს ქალის ბუნებაც იდეალურად ესმის. შესაბამისად, მისთვის ადვილია სუსტი სქესის წარმომადგენლების მოხიბვლა.

როგორც ქმარი, მით უმეტეს ადრეულ ასაკში ტყუპი ერთობ არასტაბილური და არამდგრადია. ასტროლოგები ზოგადად, ტყუპის ზოდიაქოთი დაბადებულებს ურჩევენ, რომ ოჯახი ცოტა გვიან ასაკში შექმნან, რათა თავიდან აიცილონ მოსალოდნელი იმედგაცრუებები.

პარტნიორად ტყუპს ვერძი, ლომი, მერწყული, მშვილდოსანი, სასწორი და ქალწული შეეფერება.

ისინი ძნელად ახერხებენ თანაცხოვრებას თხის რქებთან, მორიელებთან, კირჩხიბთან და თევზებთან.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?