ვინ არის და როგორ მოვხიბლოთ ზოდიაქოს ყველაზე დაუმორჩილებელი ქალი?

ვინ არის და როგორ მოვხიბლოთ ზოდიაქოს ყველაზე დაუმორჩილებელი ქალი?

უბადლო ექსპერტად მიიჩნევს, მაგრამ რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ქალის ჭეშმარიტი ბუნება ძლიერი სექსის წარმომადგენლებს შორის თითზე ჩამოსათვლელ ეგზემპლარებს თუ ესმით, ისიც სანახევროდ. ასტროლოგების აზრით, ქალები, ისევე როგორც მამაკაცები, თორმეტ ძირითად ფსიქოტიპად იყოფიან და იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა ქალი შესაძლებელია მისი ხასიათის და სუსტი წერტილების ამოცნობა. შესაბამისად, მარტივდება მამაკაცისთვის დიპლომის დაცვა თემაზე ”რა სურთ ქალებს”...

ასე რომ ძვირფასო მამაკაცებო. მოდი, გავშალოთ კარტი და გავიგოთ, რა მეთოდებია საჭირო ქალის მოსახიბლად, თუკი ზუსტად ვიცით ამ უკანასკნელის ზოდიაქოს ნიშანი

როგორ მოვხიბლოთ ვერძი ქალი

ვერძი ქალები ბუნებით ვნებიანი, ცეცხლოვანი და ზომაზე მეტად ტემპერამენტიანი ქალების რიცხვს განეკუთვნებიან. ამიტომ, თუ გსურთ ამ ქალს მოაწონოთ თავი ხასიათის ისეთ თვისებებს უნდა ფლობდეთ როგორიცაა - პრინციპულობა, მაქსიმალური თავდაჯერებულობა და სითამამე. ოღონდ სითამამეს სითავხედეში თუ არ აურევთ კარგი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაქცია ძალზე მძაფრი და არცთუ სასიამოვნო აღმოჩნდება თქვენთვის. შეგიძლიათ თავს რაიმე ექსტრავაგანტური გმირობის ჩადენის უფლებაც მისცეთ მის პატივსაცემად, ამას ვერძი ძალიან დააფასებს.

ამ ქალის მოსახიბლად ძალიან სწრაფად და პრინციპულად უნდა იმოქმედოთ. ხანგრძლივი თაყვანისცემა, საჩუქრები და მოკრძალებული სასიყვარულო ოხვრა-ვიშვიში მას თქვენ მიმართ ყველანაირ ინტერსს გაუქრობს მალე და სინდისის ქენჯნის გარეშე გაგცვლით სხვა, უფრო თავზეხელაღებულ თაყვანისმცემელზე. იყავით მისთვის მეგობარი, მრჩეველი და თანამოაზრე. ვერძთან საერთო ინტერესების ქონა, მისი სიმპათიის ხანგრძლივად მოპოვებაში დაგეხმარებათ. თუმცა, პერიოდულად თუ პროფესიულ კონკურენციაშიც გამოიწვევთ, არც ეს იქნება ურიგო. ამ გზით იგი საკუთარ მარსიანულ ენერგიას სწორ მიმართულებას მისცემს და აღარ დახარჯავს მას თქვენთან უთავბოლო კამათსა და ჩხუბში.