ვინ არის დონალდ ტრამპი სინამდვილეში - უცნობი ფაქტები აშშ-ის ახალი პრეზიდენტის შესახებ

ვინ არის დონალდ ტრამპი სინამდვილეში - უცნობი ფაქტები აშშ-ის ახალი პრეზიდენტის შესახებ

აირჩია დონალდ ტრამპის სახით. ძალიან ბევრისთვის ერთობ მოულოდნელი იყო ეს ფაქტი, უფრო მეტიც ადამიანების უმეტესობა რატომღაც მომავალი პრეზიდენტის რანგში ტრამპის კონკურენტს - ჰილარი კლინტონს მოიაზრებდა. თუმცა სიტუაციისთვის ასტროლოგიურ ჭრილში რომ გადაგვეხედა, თავიდანვე იყო ნათელი, რომ ჰილარი კლინტონს - ზოდიაქოს ნიშნით მორიელს, ამ ეტაპზე ერთობ არასახარბიელო პერიოდი უდგას, ხოლო ტრამპი პირიქით - "საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდა" და გაიმარჯვა კიდეც.

უფრო მეტიც, ეს ყველაფერი კანონზომიერია იმიტომ, რომ ქვეყანას, რომელსაც იგი ამიერიდან ჩაუდგება სათავეში, 2017-2018 წლები ერთობ გარდამტეხი, კარდინალური ცვლილებებით სავსე და მნიშვნელოვანი პერიოდი ელის. მომავალი წლიდან ამერიკა საკუთარ ისტორიაში ახალ ასტროლოგიურ ციკლს იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი, ძალიან ბევრი რამ შეიცვლება ამ ქვეყნის ცხოვრებაში.

დონალდ ტრამპი ზოდიაქოს ნიშნით ტყუპი გახლავთ. ნიშანი, რომელსაც პლანეტა მერკური მართავს ყოველთვის გამოირჩევა თავისებური აზროვნებით, გამჭრიახობითა და გონიერებით. ტყუპის ნიშნით დაბადებულები ექსცენტრიკულები, არაპროგნოზირებადები, ცვალებადები და ერთი შეხედვით არასერიოზულებიც კი არიან. რაც ტრამპის გარეგნულ იმიჯში გამოსჭვივის უპირველეს ყოვლისა. პირადი ჰოროსკოპის მიხედვით ეს უნდა იყოს დემაგოგიის მოყვარული ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს და მოსწონს სხვებისთვის მორალის კითხვა და ჭკუის დარიგება. ტრამპი ბუნებით ოპტიმისტი და იდეალისტი იქნება, იმიტომ რომ, მის ჰოროსკოპში აქტიურად დომინირებს მშვილდოსნის ზოდიაქოს გავლენა.

ფიცხი ადამიანია, საკმაოდ ემოციური, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბრაზის გულში ჩადება ახასიათებდეს დიდი ხნით. ზოდიაქოს ნიშნით ტყუპი არ განეკუთვნებიან ბოღმიანთა კატეგორიას. ამერიკის ახალი პრეზიდენტი ექსცენტრიკული, ცვალებადი ხასიათის ადამიანი იქნება. იგი დაჯილდოებულია შესანიშნავი ინტუიციით, ვერ იტანს შეზღუდვებს და ყოველთვის იტოვებს უფლებას მოიქცეს ისე, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. ეს არის ქმედითი, აქტიური, მოუსვენარი პიროვნება, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია სიახლეები. აქტიურად უჭერს მხარს ყველა სახის ინოვაციას და სიახლეს. იხიბლება პროგრესული, თუმც კი საკმაოდ უტოპიური იდეებით. ტრამპი ამაყი და ამბიციური ფიგურაა, მის პირად რუკაზე დიდი დოზით ფიქსირდება ლომის ზოდიაქოს ნიშნის გავლენა, რაც თავის მხრივ იძლევა საკმაოდ თავმოყვარე, ბრძოლისუნარიან ინდივიდს.

ასეთი პიროვნება შესაძლოა საკმაოდ პრინციპული იყოს, როცა საქმე საკუთარი ინტერესების დაცვას ეხება. იგი ორიგინალური, არასტანდარტულად მოაზროვნე ადამიანებით იხიბლება. მის გარემოცვაში შესაძლოა ყველანაირი ტიპის ადამიანს შეხვდეთ. გამორიცხული არ არის ისიც, რომ სიამოვნებით მეგობრობდეს ასაკით ბევრად უფროს ან უმცროს ხალხთან. ჰყავს გავლენიანი მეგობრები და მფარველები. კარმული მისიის მიხედვით, ეს ადამიანი ამქვეყნად რეფორმატორული იდეების განსახორციელებლად მოვიდა. მას აქვს ნიჭი და უნარი, საზოგადოებას საკუთარი, ყველაზე უცნაური იდეები და შეხედულებებიც კი იოლად მოახვიოს თავს. პოლიტიკოსის კარიერა მისთვის უცხო სფერო არ გახლავთ, თუმცა ზუსტად ამ სფეროში იმალება მისი ყველაზე დიდი მარცხი და საფრთხეებიც.

ამიტომ სავსებით სავარაუდოა, რომ ტრამპისთვის ამერიკის პრეზიდენტობა ნამდვილად არ იქნება იოლი მოვალეობა და ამ მხრივ სერიოზულ წინააღმდეგობებს, იგი უკვე 2017 წლის თებერვლის მიწურულიდან შეეჩეხება. არ არის გამორიცხული მისი პრეზიდენტობის პერიოდში ხშირი იყოს სკანდალებიც როგორც პირადი, ისე საზოგადო სახის. მისი მტრები განათლებული, საკმაოდ გონიერი და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები არიან, რომელთაგანაც ტრამპი ყველანაირ სიურპრიზს უნდა ელოდოს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?