გამარჯვებაზე მეტი მითქმა-მოთქმა და საზოგადოების რეზონანსი გამოიწვია. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ძალზე ხშირად ხელოვანები სპეციალურადაც კი მიმართავენ გარკვეულ ეპატაჟს და თამამ საიმიჯო ექსპერიმენტებს პოპულარობისა და მეტი ცნობადობის მოსაპოვებლად, როგორც ამბობენ "პიარი, მაინც პიარია თუნდაც – შავი". თუმცა კონჩიტას შემთხვევაში, როგორც აღმოჩნდა საქმე მთლად ასეც არ გახლავთ.
ჩემს ხელთ არსებულ მის დაბადების მონაცემებს თუ ვენდობით, რომელიც გუგლის საძიებო სისტემამ შემომთავაზა, ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც ხელოვნება ყველაფერია – იგი ბუნებით, სულითა და აზროვნებით შემოქმედია. ალბათ გაინტერესებთ, მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა პიროვნება, რომელმაც სრულიად ქართული და არამარტო ქართული საზოგადოება შოკში ჩააგდო საკუთარი არაორდინალური იმიჯით?.. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, კონჩიტა მორიელია... ნიშანი რომელსაც ერთბაშად ორი მამაკაცური ენერგეტიკის მქონე პლანეტა მარსი და პლუტონი მართავს, ალბათ ვერასოდეს იქნებოდა ამგვარი ვიზუალური ექსპერიმენტების მოყვარული, რომ არა თავად მომღერლის პირად რუკაში სასწორისა და თევზების ზოდიაქოს უზომოდ დიდი გავლენა. ჰოდა, კონჩიტას სასცენო იმიჯი, რომელიც დიდი ალბათობით არამხოლოდ ეპატაჟი, მომღერლის სულიერი მდგომარეობის გამოძახილი და ინდივიდუალიზმის ნაწილიცაა, სწორედ სასწორი-თევზების სიჭარბეს უნდა დავაბრალოთ. მორიელის გავლენას კი ის გასაოცარი შარმი და მაგნეტიზმი მიეწერება, რომლის მეშვეობითაც კონჩიტამ ევროვიზიის ფინალისტობა შესძლო.
კონჩიტა არასასცენო იმიჯით
თუმცა, სამწუხაროდ მისი პირადი რუკის ანალიზი მაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ვთქვა ამ ადამიანს ერთმნიშვნელოვნად ძალზე ფაქიზი ფსიქიკა გააჩნია, რის გამოც იმ შემთხვევაში, თუ იგი წარმატებასა და პოპულარობას ემოციურად და მორალურად არასაკმარისად მომზადებელი შეხვდა, შესაძლოა სამომავლოდ მას ძალიან გაუჭირდეს კრიტიკის ატანა (რაც უდავოდ ელის და სახეზეა უკვე). ასეთი ადამიანები ასტროლოგიურად კრიზისულ წლებში (დაახლ. 26-29 წლის ასაკი ) მძაფრ სულიერ ტრანსფორმაციას განიცდიან და მიდრეკილი არიან დეპრესიისა და სუიციდური გამოვლინებისკენ. მართალია, კონჩიტა ბუნებით ხელოვანია, თუმცა, სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს მისი ფსიქიკის სიმყიფესა და განსაკუთრებული ნეგატიური ზეწოლის შედეგად საზოგადოების მხრიდან, მან სავსებით შესაძლოა, მძიმე ფსიქოლოგიური ტრამვაც კი მიიღოს, რაც არავინ იცის რა შედეგებით დასრულდება.