"მეორე მეს" – ანუ სწორად შერჩეული პარტნიორის პოვნა. რომლის მეშვეობითაც იგი საკუთარი თავის იდენტიფიკაციასთან ერთად, ემოციურ ჰარმონიასაც მიაღწევს. ასტროლოგების აზრით, იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელ საათზე დაიბადა ესა თუ ის პიროვნება, გაცილებით მარტივია მსჯელობა იმაზე, თუ როგორი პარტნიორი ესაჭიროება მას ცხოვრებაში პირადი ბედნიერების მოსაპოვებლად. საამისოდ ასტროლოგები დესცენდენტის (იგივე მეშვიდე სახლის) ნიშნის განლაგებას და მის ასპექტებს ითვალისწინებენ. თუკი ასცენდენტი ჩვენი პიროვნული სახეა, ჩვენი პროფილი და იმიჯი საზოგადოებაში, დესცენდენტი, რომელიც მის ოპოზიციურ ნიშანი ხვდება ასახავს იმას, თუ როგორი პიროვნული თვისებების მქონე მეორე ნახევარი გვესაჭიროება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დესცენდენტის ნიშანი ასცენდენტის სარჩულია – მისი ჩრდილოვანი მხარე, შიდა რესუსრი, რომლის გარეშეც ადამიანი ვერ იცხოვრებს სისხლსავსე ცხოვრებით.
თუ თქვენი დესცენდენტი ვერძის ზოდიაქოშია – აქტიური ხასიათის, ავტორიტეტის მქონე პიროვნებები გხიბლავთ. თუმცა პარტნიორს თქვენი ინტერესების გაზიარებაც უნდა შეეძლოს და ღირსეული მოკამათეც უნდა იყო საჭიროების შემთხვევაში. თქვენნაირი ხალხი ადვილად იხიბლება საკუთარ თავში დარწმუნებული, ოდნავ ხისტი და ძლიერი ნებისყოფის მქონე პიროვნებებით. ურთიერთობის მთავარი ლაიტმოტივი – კამათი და დაზავებაა.
თუკი თქვენი დესცენდენტის ნიშანი კუროს ზოდიაქოშია – სტაბილურობის მოყვარულ, გემოვნებიან და გაწონასწორებულ პარტნიორს ეძებთ. კურო ეჭვიანი და ექსპანსიური მორიელის ჩრდილოვანი მხარეა, ამიტომ პარტნიორი აუცილებლად უნდა აბალნსებდეს თქვენში არსებულ მესაკუთრულ ინსტიქტებს, საკუთარი მშვიდი და ერთგული ხასიათით.
თუკი თქვენი დესცენდენტის ნიშანი ტყუპის ზოდიაქოშია – კომუნიკაბელური, ერუდირებული და მოლაპარაკე ტიპაჟები გხიბლავთ. თქვენთვის აუცილებელია პარტნიორთან საერთო ინტერესების ქონა და პერიოდულად მისთვის თქვენი შეხედულებების, იდეების გაზიარება. ამიტომ ეძებთ ისეთ პარტნიორს, რომელიც ყოველთვის მოახერხებს თქვენთვის ინფორმაციული ვაკუუმის შევსებას.
თუკი თქვენი დესცენდენტის ნიშანი კირჩხიბის ზოდიაქოშია
– მოსიყვარულე, მზრუნველი და ემოციური პარტნიორისკენ მიგიწევთ გული. იგი კარგი მეოჯახე უნდა იყოს და შეეძლოს თქვენთან ერთად, მყუდრო ბუდის მოწყობაზე ზრუნვა. თქვენსავით უნდა უყვარდეს ბავშვები და პატივს სცემდეს ნათესავებს. მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ, ჭეშმარიტი ოჯახის ქალი (კაცი) გესაჭიროებათ.
თუკი თქვენი დესცენდენტის ნიშანი ლომის ზოდიაქოშია - ეპატაჟური, აქტიური და თავდაჯერებული ადამიანებით იხიბლებით. თქვენთვის აუცილებელია ურთიერთობაში მაქსიმალური დრამატიზმი, რომანტიული სასიყვარულო აღიარებები და გრძნობების ფეიერვერკი. ამიტომ ხშირად სახელოვნებო სფეროდანაც შეიძლება აირჩიოთ პარტნიორი.
თუკი თქვენი დესცენდენტის ნიშანი ქალწულის ზოდიაქოშია – მოწესრიგებული, რაციონალური აზროვნების მქონე და პრაქტიკული ადამიანებისკენ მიგიწევთ გული. თქვენთვის პარტნიორი ფაქტობრივად მეუღლის, მენეჯერის, საქმიანი ასისტენტის და მეგობრის უნდა ითავსებდეს. მეოცნებე თევზებისთვის, ქალწულის თვისებების მქონე მეორე ნახევარია საჭირო ოჯახური ჰარმონიის შესანარჩუნებლად.
თუკი თქვენი დესცენდენტის ნიშანი სასწორის ზოდიაქოშია – დახვეწილი, განათლებული და ვიზუალურად ლამაზი პარტნიორები გიზიდავენ. თქვენთვის აუცილებელია გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც თქვენი თანამოაზრე და მხარდამჭერი იქნება ყველაფერში. ამასთან ერთად, რბილი და ჰარმონიული სასწორი შესანიშნავად დააბალანსებს თქვენში ვერძის ცეცხლოვან და ფეთქებად ხასიათს.
თუკი თქვენი დესცენდენტის ნიშანი მორიელის ზოდიაქოშია – მაქსიმალურად ერთგულ, მყარ და ემოციურად მდგრად პარტნიორს დაეძებთ. ამასთან ერთად, მას სექსუალური ტემპერამენტის ინტენსივობაც უნდა ახასიათებდეს, რათა თქვენში კუროს მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს. თქვენ მოგწონთ, როცა პარტნიორი ყველაფერს აკეთებს თქვენს მოსაპოვებლად, მისი ამგვარი საქციელი თვითშეფასებას გიმაღლებთ და საკუთარი თავის რწმენას გმატებთ.
თუკი თქვენი დესცენდენტის ნიშანი მშვილდოსნის ზოდიაქოშია – ურთიერთობაში მაქსიმალურ თავისუფლებას ითხოვთ. ამიტომ გვერდით ისეთი ადამიანი გჭირდებათ, რომელიც თქვენს პირად თავისუფლებას არ შეზღუდავს და საშუალებას მოგცემთ, საიმისოდ, რომ საკუთარი სივრცე დაიტოვოთ. ამას გარდა იგი ემოციურად და სულიერად მდიდარი ნატურა უნდა იყოს, რათა მალე არ გაუბრალოვდეს თქვენს თვალში.
თუკი თქვენი დესცენდენტის ნიშანი თხის რქის ზოდიაქოშია – რაციონალურ, საიმედო და გაწონასწორებულ პარტნიორს დაეძებთ. თქვენთვის აუცილებელია რომ ამ ადამიანთან მყარი და ხანგრძლივი კავშირის წინაპირობა გაგაჩნდეთ. ხშირად, თქვენნაირი ადამიანები ასაკით უფროს პარტნიორებს ირჩევენ, ისევ და ისევ ზემოთ ხსენებული ემოციური სტაბილურობის განცდის გამო.
თუკი თქვენი დესცენდენტის ნიშანი მერწყულის ზოდიაქოშია – არასტანდარტული, ორიგინალური და ამოუცნობი პიროვნებებისკენ გიწევთ გული. ამიტომ ხშირად მიილტვით ისეთი ადამიანებისკენ, რომელთა ხასიათშიც ბევრი დაფარული თვისება და ნაკლია. გარდა ამისა, თქვენ ნაკლებად გადარდებთ სხვების აზრი, რის გამოც ხშირად ხდება თქვენი პირადი ცხოვრება საზოგადოების გარჩევის საგანი.
თუკი თქვენი დესცენდენტის ნიშანი თევზების ზოდიაქოშია – თქვენზე ემოციურად დამოკიდებული, გაცილებით უფრო სუსტი და მოკრძალებული პარტნიორი გესაჭიროებათ. რომელთან ურთიერთობის ხარჯზეც, საკუთარ თავს გაცილებით უფრო საჭირო და მნიშვნელოვან პერსონად ჩათვლით. თქვენთვის აუცილებელია ისეთი პარტნიორი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მისი სახით ზრუნვის ობიექტი შეიძინოთ.