რეინკარნაციულ ციკლს და იმას, რომ ადამიანის სული ამ ქვეყანაზე არაერთგზის მოდის საიმისოდ, რომ მან ევოლუცია განიცადოს. ე.წ. "წინა ცხოვრებების" გამოსათვლელად ათასგვარი მეთოდიკა არსებობს, მათ შორისაა ნუმეროლოგიური გამოთვლის სისტემა, რომელიც საკმაოდ მარტივია და საინტერესო შედეგებს გვთავაზობს:
მაშ ასე, საიმისოდ, რომ გამოვთვალოთ ვინ ვიყავით წინა ცხოვრებაში, ჯერ უნდა გამოითვალლოს ბედის ციფრი.
ბედის ციფრის გამოთვლის მაგალითი: ადამიანი, რომელიც დაიბადა 1972 წლის 15 ნოემბერს, ციფრი 9 მფლობელია.
ჯამური ციფრის გამოთვლა კი სრულიად მარტივად ხდება: 15 + 11 + 1972 = 1998 => 1 + 9 + 9 + 8 = 27 => 2 + 7 = 9
1 - ხელოვანი იყავით. შესაძლებელია, ბიბლიოთეკასაც ფლობდით ან არქიტექტორის პროფესია იყო თქვენთან ახლოს.
2 - დიდი ალბათობაა, რომ წარსულ ცხოვრებაში სახელმწიფო მოხელე ყოფილიყავით. ასევე არაა გამორიცხული წინა ცხოვრება როგორც მოცეკვავეს ისე გაგეტარებინათ.
3 - მასწავლებლობა იყო თქვენი პროფესია. არ არის გამორიცხული, რომ ეზოთერიკით ან თეოლოგიითაც ყოფილიყავით გატაცებული.
4 - თქვენი პროფესია ტექნიკასთან იყო დაკავშირებული. შესაძლოა, რაიმე ტიპის ხელსაწყოც კი გამოიგონეთ.
5 - დიდი ალბათობაა, რომ წარსულში მოსამართლე ან სამართალდამცავი იყავით. ასევე შესაძლოა მოხეტიალე ცირკის მსახიობის ცხოვრებითაც გეცხოვრათ.
6 - თქვენი განვლილი ცხოვრება ექიმის ან მღვდლის პროფესიასთან იყო დაკავშირებული. შესაძლოა, იყავით ქველმოქმედი მდიდარი ადამიანიც, რომელიც სხვებს უსასყიდლოდ უწევდა სიკეთეს.
7 - კულინარი ან იუველირი იყავით. შესაძლოა ასევე, რომ თქვენი წინა ცხოვრება ალქიმიკოსის საქმიანობასაც უკავშირდებოდა.
8 - პოლიტიკოსი ან სახელმწიფო მოხელე ყოფილხართ. გამორიცხული არ არის, რომ დიდძალ ქონებასაც ფლობდით ან უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით იყავით დაკავებული.
9 - თქვენი განვლილი ინკარნაცია დაკავშირებული იყო მოდისა და ხელოვნების სამყაროსთან. შესაძლოა, კოლექციონერიც იყავით ან ადამიანი, რომელიც დიდ ფულს დებდა ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებაში.