ამ ქვეყანაზე იბადება ცხოვრებაში ერთხელ მაინც პოულობს მისთვის შესაფერის ან მეტ-ნაკლებად შესაფერის პარტნიორს. თუმცა, რამდენად აძლევს ეს უკანასკნელი ბედისწერას იმის საშუალებას, რომ მოვლენები სერიოზულად განვითარდეს უკვე თავად ინდივიდის ნება-სურვილზეა დამოკიდებული დიდწილად. ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ამა თუ იმ ქალს მინიმუმ ორი სხვადასხვა ტიპის მამაკაცი შეეფერება...
ვერძს ყველაზე კარგად "მოათვინიერებს" ლომი ან მორიელი.
კუროს საუკეთესოდ გაუგებს ქალწული ან კირჩხიბი.
ტყუპის
იდეალური მამაკაცი შეიძლება მერწყული ან მშვილდოსანი იყოს.
კირჩხიბისთვის კი იდეალურ მეწყვილედ თევზები ან ქალწული მოიაზრება.
ლომი ქალის შესანიშნავი კავალერი იქნება ვერძი ან თხის რქა მამაკაცი.
ხოლო ქალწულის ნიშნით დაბადებულ ქალს შესანიშნავად დააბალანსებს კურო ან მორიელი.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს ყველაზე უკეთ ტყუპი ან მშვილდოსანი მამაკაცები შეეფერებიან.
მორიელ ქალს კი იდეალურ პარტნიორობას გაუწევს თხის რქა ან კირჩხიბი მამაკაცი.
მშვილდოსანი ქალის ტემპერამენტს ფეხს ყველაზე უკეთ მერწყული ან ლომი მამაკაცი აუწყობს.
ხოლო თხის რქას მორიელის ან კუროს ნიშნით დაბადებული მამრები შეეფერება.
მერწყული ქალი ბევრ საერთოს იპოვის ტყუპისა და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულ მამაკაცებთან.
თევზი ქალისთვის კი იდეალური იქნება მორიელის ან კირჩხიბის ნიშნით დაბადებული მეორე ნახევარი.