, თუ ვინ იქნება დედაქალაქის უმთავრესი ფიგურა, რომელსაც თბილისელებისთვის ბევრი აქტუალური და საჭირბოროტო საკითხის გადაჭრა მოუწევს.
ამიტომ ვფიქრობ უპრიანია, მოახლოვებული არჩევნების წინ, რამდენიმე სიტყვით მოკლედ დავახასიათოთ ასტროლოგიური კუთხით მერობის ყველაზე აქტიური კანდიდატი – ნიკა მელია, დავით ნარმანია და დიმიტრი ლორთქიფანიძე.
ნიკა მელია – ზოდიაქოს ნიშნით მშვილდოსანი გახლავთ. თუმცა, საკუთარი ნიშნის ე.წ. "ატიპურ" წარმომადგენლებს მიეკუთვნება, იმიტომ რომ მის ხასიათში დომინირებს თხის რქის, ქალწულისა და ზოგადად მიწის სტიქიის დიდი გავლენა. შესაბამისად, ამ ადამიანს საკმაოდ ძლიერად აქვს განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა. იგი ცივი გონებით, წინდახედულობითა და გარკვეული მერკანტილურობითაც იქნება გამორჩეული. გარდა ამისა, მას ძალიან სწყალობენ მაღალჩინოსნები. შესაბამისად, ცხოვრების მანილზე ხშირად შეუძლია იქონიოს გავლენიანი მფარველებისა და პროტეჟეების იმედი.
დავით ნარმანია – ზოდიაქოს ნიშნით თევზები გახლავთ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი საკუთარი ნიშნის ტიპური წარმომადგენელია. მის ხასიათში ძლიერადაა გამოკვეთილი ასევე კირჩხიბის ზოდიაქოს გავლენა; რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანში დიდი დოზითაა ტრადიციულობა, საკუთარი ფესვების, სიძველეებისა და ისტორიის სიყვარული. იგი თანამგრძნობი, ინტუიტიური ტიპია. კარგად ესმის სხვების გასაჭირი და შეუძლია ნებისმიერის დარდი გულთან საკუთარივით ახლოს მიიტანოს. არის ძალიან ჰუმანური და კეთილშობილი ადამიანი.
დიმიტრი ლორთქიფანიძე – ზოდიაქოს ნიშნით სასწორია. ასევე საკუთარი ნიშნის ერთობ ატიპური წარმომადგენელი. მის ხასიათში გამოკვეთილად ფიგურირებს თხის რქის, ლომისა და ვერძის გავლენა. რაც იმას ნიშნავს, რომ ლიდერობის მოყვარულ, საკმაოდ ამბიციურ ადამიანთან გვაქვს საქმე. თუმცა, მისი ამბიციები საკმაოდ ჯანსაღი და რეალობასთან მორგებულია ძირითად შემთხვევაში. მისთვის მიმდინარე წელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წელია ზოგადად ცხოვრებაში. თუმცა, თუკი არჩევნებში გამარჯვებას ვერ შეძლებს, ეს ხელს არ შეუშლის იმაში, რომ იყოს ლიდერი ზოგადად ცხოვრებაში.