აქტუალურია რუჯი, ზღვა და, რაღა თქმა უნდა, საცურაო კოსტიუმი, რომლის შერჩევაშიც სუსტი სქესის წარმომადგენლები დიდ დროსა და ფიქრს ატარებენ. საქმე შეგიძლიათ გაიადვილოთ, თუკი თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის შესაფერის საცურაო კოსტიუმს მიანიჭებთ უპირატესობას.
ვერძს მკვეთრი ფერის, სექსუალური საცურაო კოსტიუმი უხდება. ფერი წითელი, აგურისფერი, ნარინჯისფერი ან მარჯნისფერი.
კუროს ასტროლოგები ურჩევენ მთლიანი საცუარო კოსტიუმი აარჩიოს, დეკოლტირებული გულით. ფერი მწვანე, ცისფერი ან თეთრი.
ტყუპისთვის საუკეთესოა ე.წ. "ტრიკინის" სტილის საცურაო კოსტიუმი. ანუ კოსტიუმი დამატებითი აქსესუარით (კაბა, პარაო და ა.შ.). ფერი – ყვითელი, სალათისფერი, დაპრინტული.
კირჩხიბისთვის მიზანშეწონილია მუქი ჭაობისფერი, ხაოიანი ან მბრწყინავი ფაქტურის მქონე საცურაო კოსტიუმი. აქცენტი გააკეთეთ ბიკინის მაქსიმალურ სექსუალურობაზე.
ლომისთვის იდეალური იქნება ღია ჩალისფერი, ყვითელი ან ოქროსფერი საცურაო კოსტიუმი. რომელიც გაწყობილი იქნება რაიმე სახის თვლებით მოოჭვილი კომპოზიციით.
ქალწულს მინიმალიზმი მოსწონს და უხდება. ამიტომ ასტროლოგები მას ურჩევენ ატმის ყვავილისფერი, მუქი შოკოლადისფერი ან ცისფერი კლასიკური სტილის საცურაო კოსტიუმი ატაროს.
სასწორისთვის სასურველია თუ საცურაო კოსტიუმი ლამაზი ბაფთით ან ორიგინალური დეტალით იქნება გაფორმებული. ფერებში უპირატესობა მან პასტელის ფერებს უნდა მიანიჭოს.
მორიელს მუქი ყავისფერი, მეწამული წითელი ან ელექტრიკი ლურჯი საცურაო კოსტიუმი მოუხდება. ელვა შესაკრავებითა და სექსუალური დეტალებით.
მშვილდოსანი თავს შესანიშნავად იგრძნობს სპორტული სტილის საცურაო კოსტიუმში. ფერს რაც შეეხება, ამ მხრივ შავ-თეთრის ან წითელისა და თეთრის კომბინაციაა იდელური.
თხის რქა ქალი გრაციოზული და ელეგანტურია. მას ძალიან მოუხდება თეთრი, ღია ნაცრისფერი ან მუქი ლურჯი მთლიანი საცურაო კოსტიუმი ღრმად ამოჭრილი ზურგით.
მერწყულს ორიგინალობა უყვარს. ამიტომ მისთვის ყველაზე შესაფერისია სხვადასხვა ფერის საცურაო კომპლექტი, რომელიც ჯაჭვებით ან ოქროსფერი დეტალებით იქნება გაწყობილი. ფერი – ფირუზისფერი, სალათისფერი ან იასამნისფერი.
თევზებისთვის კი ყველაზე იდეალურია საცურაო კოსტიუმი გამჭვირვალე ელემენტებით. ფერი – ღია ტალღისფერი, ლიმონისფერი ან მწვანე.