ვის ელის ივლისის თვეში სასიყვარულო ციებ-ცხელება

ვის ელის ივლისის თვეში სასიყვარულო ციებ-ცხელება

და ასტროლოგები თვლიან, რომ დამდეგი ივლისი ემოციური კუთხითაც არანაკლებ ცხელი და დასამახსოვრებელი იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ ზუსტად ივლისის თვეში გათამაშდება ცაზე სპეციფიკური კომბინაცია, რომელიც ადამიანებში რომანტიკული თავგადასავლებისა და დრამატული ისტორიებისკენ გაზრდის მოთხოვნილებას.

თუმცა, მოდი, მივყვეთ თანმიმდევრობით...

მაშ ასე, შესანიშნავი პერიოდი უდგათ კირჩხიბებს, ქალწულებსა და ტყუპს. მათ ცხოვრებაში სავსებით შესაძლებელია ბოლოს და ბოლოს დაისადგუროს სიმშვიდემ და სტაბილურობამ. გამორიცხული არაა ბევრი მათგანი ურთიერთობების დაკანონებასა და ქორწინებაზეც დააფიქროს ივლისმა.

ემოციურად არასტაბილური პერიოდი აქვთ სიყვარულში ვერძებს, სასწორებსა და თხის რქებს. მათი უმეტესობა ივლისის პირველ ნახევარს ე.წ. "კატა-თაგვობანას" თამაშში გაატარებს და მაინც ვერ გაიგებს პასუხს კითხვაზე "რამდენად ძლიერად უყვარს იგი პარტნიორს?"

რთულად გადააგორებენ ივლისს თვეს მშვილდოსნები და მერწყულები. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს მიმდინარე თვეში ყოფილ და ახლანდელ პარტნიორებთან კონფლიქტებისა და სკანდალების დიდი ალბათობა ელით. სასურველია, ყველაფერი დიპლომატიური მიდგომით განიმუხტოს და ნაკლებად მიეცეს გასაქანი ემოციებს.

ილუზიების ალბათობის და თავის მოტყუების დიდი სურვილი გაუჩნდებათ სასიყვარულო საკითხებში თევზებსა და მორიელებს. ამ ადამიანების უმრავლესობა ურთიერთობაში არსებული სერიოზული პრობლემების გადაჭრას, ისევ "სირაქლემას პოზიციის" დაკავებას არჩევს. რაც იმას ნიშნავს, რომ სამომავლოდ სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება. ამიტომ აჯობებს აღარ გადადოთ პარტნიორთან გულახდილი საუბარი.

დაბოლოს, შედარებით მშვიდი და საკმაოდ პერსპექტიული იქნება თვე კუროსა და ლომის ნიშნით დაბადებულებისთვის. ზოგიერთი მათგანი ქმედით ნაბიჯებსაც კი გადადგამს უკვე არსებული ურთიერთობების გასამყარებლად.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?