ადამიანები თავსებადი არიან ან პირიქით საკმაოდ ნეგატიურია მათი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ყველაფერი დამოკიდებულია ზოდიაქოს ნიშანსა და სტიქიაზე, რომელსაც ეს ნიშანი წარმოადგენს. ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს გარკვეული კანონზომიერება, იმის შესახებ თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანს შეუძლია ფინანსურად მომგებიანად იმოქმედოს ჩვენს ბიუჯეტზე.
ვერძისთვის მომგებიანია კუროსთან თანამშრომლობა.
კურომ შესაძლოა შესანიშნავად გამოიმუშაოს ტყუპის იდეებით.
ტყუპის პირადი ბანკირი კირჩხიბი იქნება.
კირჩხიბს შეუძლია ხელი მოითბოს ლომის ნიჭიერებით.
ლომი შესანიშნავად გამდიდრდება ქალწულის დახმარებით.
ქალწული კარგად გამოიმუშავებს სასწორთან ალიანსში.
სასწორისთვის მშვენიერი გზაა გასამდიდრებლად მორიელი.
მორიელს კი შეუძლია უთავბოლო, მაგრამ საოცრად ქუდბედიანი მშვილდოსნის ხარჯზე გამდიდრება.
მშვილდოსანს წარმატებით შეუძლია ინვესტიცია ჩადოს თხის რქაში.
ხოლო თხის რქას კარგი შანსი აქვს გამდიდრდეს მერწყულის იდეების ექსპლუატაციით.
თევზებისთვის კი მშვენიერი საშუალებაა საფულის შესავსებათ, ცეცხლოვანი ვერძის ენერგეტიკა.