9 კომპოზიცია. მათგან ერთი უნდა ამოირჩიოთ, რომელიც ყველაზე მეტად გესიმპათიურებათ. თუმცა, ბევრ ფიქრში თუ არ დაკარგავთ დროს აჯობებს. პირველივე კვადრატი მოინიშნეთ, რომლისკენაც გაგიწევთ გული.
1. უზრუნველი, ზედაპირული და ოპტიმისტი ადამიანი ხართ. თქვენთვის მთავარია დამოუკიდებლობა და ხშირად იღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს ცხოვრებაში.
2. პრინციპული, მიზანსწრაფული და სწორხაზოვანი ხასიათი გაგაჩნიათ. თვლით, რომ ყველამ უნდა უერთგულოს საკუთარ არჩეულ გზას ცხოვრებაში. იშვიათად მოქმედებთ დაუგეგმავად და დაუფიქრებლად.
3. ერუდიციის მოყვარული, თვითანალიზის უნარის მქონე, მოაზროვნე ტიპაჟი ხართ. საკუთარ თავთან განმარტოება და ასოციალურობაც გახასიათებთ პედიოდულად.
4. ენერგიული, დინამიკური და აქტიური ადამიანი ბრძანდებით. ძალიან აფასებთ ბუნებრიობას და გულწრფელ დამოკიდებულებას თქვენდამი. შესაბამისად, თქვენ საზოგადოებაში ხალხი ყოველთვის კომფორტულად გრძნობს თავს.
5. პრაგმატულად მოაზროვნე, წვრილმანებზე ორიენტირებული და კარგი პროფესიული უნარ-ჩვევების მქონე ტიპაჟი ხართ. რეალისტურად უყურებთ ცხოვრებას, ყოველთვის საკუთარი თავის იმედი გაქვთ და ნაკლებად გწამთ შემთხვევითობის.
6. მშვიდობისმოყვარე, არააგრესიული და დაკვირვებული ადამიანი ბრძანდებით. ფრთხილი, მაგრამ საკმაოდ მეგობრული ტიპაჟი ხართ. ყოველთვის მზად ხართ დახმარების ხელი გაუწოდოთ ადამიანებს.
7. ძლიერი ინტუიციის მქონე, ანალიტიკური აზროვნების უნარით დაჯილდოებული ინდივიდი ხართ. როგორც წესი, იშვიათად გეშლებათ ადამიანების ცნობა. ამიტომ ცოტა, მაგრამ სანდო და ერთგული მეგობრები გყავთ ცხოვრებაში.
8. რომანტიკული, მეოცნებე, უზომოდ ემოციური პიროვნება ხართ. ძალიან ხშირად ილუზიებში ცხოვრებას არჩევთ, რეალობასთან პირისპირ შეჯახებას. თქვენნაირ ხალხს ხშირად რაიმე სახის სახელოვნებო ტალანტი გააჩნია (ხატვის, წერის, მუსიკის ნიჭი).
9. დინამიკური, აქტიური, შემტევი ხასიათი გაქვთ. გიყვართ რისკი და ხშირად დებთ სასწორზე როგორც საკუთარი, ისე სხვების კეთილდღეობის საკითხს. თუმცა, ამასთან ერთად, არც პასუხისმგებლობა გაშინებთ და ნებისმიერი პრობლემიდან პოულობთ ოპტიმალურ გამოსავალს.