ავტორი:

"ვფიქრობ, პანდემია შემდეგ წელს დასრულდება როგორც ჩვენთან, ისე მსოფლიოში" - როგორ ხსნიან გაზრდილ სიკვდილიანობას ასტროლოგები და რა ეპოქალურ ცვლილებებზე გვაფრთხილებენ ისინი

"ვფიქრობ, პანდემია შემდეგ წელს დასრულდება როგორც ჩვენთან, ისე მსოფლიოში" - როგორ ხსნიან გაზრდილ სიკვდილიანობას ასტროლოგები და რა ეპოქალურ ცვლილებებზე გვაფრთხილებენ ისინი

რატომ არის მიმდინარე წელი ასეთი მძიმე, რატომ მძვინვარებს ასე დაუნდობლად პანდემია, რომელიც ათასობით ადამიანის ჯანმრთელობას პრობლემებს უქმნის და ამ ცხოვრებიდან გაჰყავს. ამ კითხვებზე ასტროლოგიას თავისი პასუხები აქვს. ასტროლოგი ლია ბარათაშვილის თქმით, ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ სამყარო ახალ ენეგიებზე გადსასვლელად ემზადება და კაცობრიობას ამისთვის ამზადებს, ეს სამზადისი კი მხოლოდ ახლა დაიწყო. ჩვენ უბრალოდ ამ ეპოქალურ პერიოდს მოვესწარით. „სამყარო აქამდე სრულიად სხვა ენერგიებზე იყო, ახლა სხვა ტიპის ენერგიების მოხმარებაზე გადადის, - მიდის ეპოქალური, გლობალური ცვლიებები. აქ საუბარია დიდ (2000-წლიან) პერიოდზე. სამყაროში ყველაფერი იცვლება... როცა ასეთი გლობალური ცვლილიებები მიდის, ეს ყოველთვის დაკავშირებულია ტრაგედიებთან - ომები, პანდემიები. იკითხავთ ალბათ, რატომ ხდება ეს? წარმოიდგინეთ, როცა ახლის აშენება გინდა, ამისთვის რაღაც მანამდე არსებულს ხომ ანგრევ? დაახლოებით ასეთ, მასშტაბური ნგრევის ვერსიასთან გვაქვს ახლა საქმე.

- ეს ნგრევა რატომ გახდა აუცილებელი?

- იმიტომ, რომ სამყარო თავისი კანონებით ვითრადება. როგორც ნებისმიერი ადამიანი ცალკე გადის რაღაც პერიოდებს, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა რამ მოეთხოვება, სამყაროს სტრუქტურაც ასეა. ზუსტად ასეთივე განვითარების პროცესებს გადის. შესაბამისად, მთელი კაცობრიობა სამყაროსთან მიმართებაში ვართ როგორც ერთი ადამიანი, ერთი ორგანიზმი. განვითარების სხვადასხვა ეტაპს იმიტომ გავდივართ, რომ ეს არის სამყაროს განვითარების გეგმა და ყველაფერი იცვლება. აქამდე მიჯაჭვული ვიყავით მატერიალურ სამყაროზე და სულიერი განვითარება სულ დაგვავიწყდა.

- ახლა ეს ახალი პერიოდი კაცობრიობას მატერიალურს დაავიწყებს?

- არა, ადამიანმა მატერიალური არ უნდა დაივიწყოს. ის ორბუნებიანია - მიწის და ცის შვილია... ჩვენ ახლა გვახსენებენ, რომ ცის შვილებიც ვართ. როგორ უნდა დაგვავიწყდეს მატერია, როცა ამ მატერიაში ვცხოვრობთ. აქ ლაპარაკია ბალანსზე - ეს ბალანსი გვქონდა დარღვეული - ადამიანები ძალიან ჩაერთნენ მატერიაში. ამიტომ ახლა, როცა სამყარო სხვა ენერგიებზე გადადის, ამ მეორე ბუნებას გახსენებს. ეს ცვლილება ფიზიკურ სხეულში კი იმით გაოიხატება, რომ სამყაროს ცხოვრებიდან დიდი რაოდენობით ადამიანი გაჰყავს - დიდი სიკვდილიანობაა. ის, ვინც არ არის მზად ამ ახალი ტიპის ურთიერთობებისთვის, ამის გაცნობიერებისთვის, ისინი ვეღარ ასრულებენ ეპოქალურ მისიას და გადიან... ეს პანდემია იგივე ომია, დაპირისპირება, თუმცა მან ბევრი ადამიანი "გამოაღვიძა" და ამას როგორც აქტიური კონსულტანტი ისე გეუბნებით. ჩემთან კონსულტაციაზე ადამიანები სრულიად სხვა საკითხებით მოდიან. ბევრმა სხვაგვარად დაიწყო ფიქრი. პანდემიის დროს გადააფასა ცხოვრება. ბევრი ადამიანი, რომელსაც კარგი ხელფასი აქვს, კარგი სამსახური, სოციალურად წრამატებულია, მიაჩნია, რომ რაღაცას არასწორად აკთებს, მხოლოდ მატერიალური არ აკმაყოფილებს, სხვანაირი განვითარება სურს.

- ე.ი. როგორ მოვიპოვო ფული - ეს აღარ არის მათი ინტერესის სფერო?

- ნაკლებად. ამიტომაც ვამბობ, რომ მათ სხვანაირი ფიქრი დაიწყეს... ამასთან, ახლა მერწყულის ეპოქის სულ დასაწყისია. სამყაროს განვითარება სხვადასხვა ცილკელბისგან შედგება. ყოველი ციკლი ერთმანეთზეა დამოკიდებული და ყველი მათგანი კიდევ ქვეცილებისგან შედგება.

- აქამდე, მაგალითად, ბოლო 20 წლის განმავლობაში რა ენერგიებზე ვცხოვრობდით?

- მიწის სტქის, კუროს პერიოდს გავდიოდით, სადაც წინ მატერია იყო წამოწეული. ახლა მაღალი ენერგიები შემოდის. ადამიანის ადგილს სამყაროში, მის არსს განსაზღვრავს არა მხოლო მატერიაზე დამოკიდებულება, არამედ მისი ურთიერთობა ღმერთთან...

- სამდიცინო კუთხით, პანდემიას თუ ვიგულისხმებთ, რას გვპირდებიან პლანეტები?

- ჩემი დაკვირვებით, მინიმუმ ეს მკვეთრი ფაზა ჯერ კიდევ გაგრძელდება, მერე კი დამშვიდებას დაიწყებს. მერწყულის ეპოქა ჰაერის ტიპის ენერგიებისგან შედგეა. ამჯერად მუტაცია ჰაერის ნიშანში მოხდა, შესაბამისად სამყარო რეზონანულ თემას გვთავაზობს - შევცვალოთ და გადავიდეთ მიწის ენერიებიდან ჰაერის ენერგიებზე. წელს უბრალოდ ასეთი დამთხვევა მოხდა - ურანი სატურნის კვადრატია ცაზე, ურანი ეს მერწყულის მმართველი პლანეტაა. შესაბამისად ურანმა მკვეთრად შემოიტანა მერწყულის „თემები“. ის მთელი წელი სატურნს "ურტყამს", სატურნი კი მუდმივად სიმყარის გამოხატულებაა, ურანი - ცვლილების და აქვე ეს არის პლანეტა, რომელსაც ცნობიერების სხვა დონეზე გავყავართ, რომელიც ასევე მერწყულთან არის დაკავშირებული. ცნობიეების სხვადასხვა დონეზე გადასვლა კი ძველის დანგრევის გარეშე არ მოხდება. წაიკითხეთ სრულად