Warning! წინ კიდევ ერთი დაბნელება გველის

Warning! წინ კიდევ ერთი დაბნელება გველის

აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ დავუბრუნდე ე.წ. "დაბნელების თემას" და მოგაწოდოთ ინფორმაცია, მოსალოდნელი, რიგით მესამე დაბნელებაის შესახებ.

25 მაისს თბილისის დროით დაახლოებით დილის შვიდ საათსა და ათ წუთზე, მთვარე მშვილდოსნის ზოდიაქოს 4 გრადუსზე დაბნელდება .

გამომდინარე იქედან, რომ ეს მთვარის ნაწილობრივი დაბნელებაა, მისი ხილვა მხოლოდ სამხრეთ ამერიკის, დასავლეთ აფრიკისა და ატლანტის ოკეანის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებისთვის იქნება შესაძლებელი შეუიარაღებელი თვალით. თუმცა განურჩევლად იმისა, რამდენად ხილვადი იქნება თავად დაბნელების ფაქტი, გავლენას იგი ჩვენზე ენერგეტიკული თვალსაზრისით მაინც მოახდენს.

მთვარის დაბნელებები თავისი არსით, ნებისმიერი სიტუაციის კულიმინაციას უწყობს ხელს. ამიტომ ესკალაციას და მოვლენების თავბრუდამხვევ ცვლილებებს ბევრ სფეროში უნდა ველოდოთ. ნუ გაგიკვირდებათ თუ მაინცდამაინც ამ პერიოდში გაჩქარებენ, გაიძულებენ გადაწყვეტილების მიღებას, კურსის შეცვლას, დაწყებული საქმეების დროზე ადრე დასრულებას.

მთვარე რომელიც 25 მაისს მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში ბნელდება, ოპოზიციას შექმნის მზესთან, რომელიც თავის მხრივ ტყუპშია ამ ეტაპზე "გამაგრებული". ამასთან ერთად, მომავლი დაბნელების დისპოზიტორი პლანეტა იუპიტერი (იგი ხომ მშვილდოსნის ზოდიაქოს მართავს), მოცემულ მომენტში ბედის ირონიით ისევ და ისევ საკუთარ ოპოზიციურ ნიშანში – ტყუპშია განლაგებული ჯერაც (თუმცა იგი მალე შეიცვლის ადგილს და კირჩხიბთან გადაინაცვლებს). უფრო მეტიც, თავქარიანი ტყუპის ზოდიაქოში მოცემულ მომენტში არამარტო იუპიტერი, პლანეტების მთელი "სტელიუმ-კონსილიუმია" შეკრებილი – ანუ მზე, მერკური, ვენერა და ზემოთ ხსენებული იუპიტერი. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამ ოთხი პლანეტის გაერთიანებული ენერგეტიკა, დაბნელებისას ისე იმუშავებს, როგორც გიგანტური რუპორი – ნებისმიერი ინფორმაცია წამის უსწრაფესად მოედება სოციუმს და თითოეული, დაუკვირვებლად წამოსროლილი სიტყვა შესაძლოა წინ, გრანდიოზული პრობლემის სახით დაგვხვდეს მოკლე ხანში. მოკლედ, კარგი იქნება ენას კბილი დავაჭიროთ უახლოესი ორი დღის მანძილზე მაინც!

Astrologia

მართალია, მოახლოებული დაბნელება, წინამორბედ ორთან შედარებით, გაცილებით სუსტად იქნება გამოვლენილი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ურანი-პლუტონის კვადრატმა პიკს სწორედ ამ დღეებში მიაღწია. რისი ნათელი მაგალითიც ვიხილეთ კიდეც, 17 მაისის მოვლენების სახით სადაც პლუტონი (სოციუმი) მთელი თავისი სიმკაცრით დაუპირისპირდა ურანს (ახალი იდეები, ნოვატორული ხედვა). მინდა გითხრათ, რომ ზემოთ ხსენებული კვადრატურა ჯერაც ძალაშია და მას ემატება მზის გამოსხივების უჩვეულო აქტივობა. ამიტომ სასურველია თუ უახლოესი ერთი კვირის მანძილზე ადამიანები სიმშვიდესა და დიპლომატიური მიდგომის უნარს შეინარჩუნებენ ერთმანეთის მიმართ.

საიმისოდ, რომ მოახლოებული დაბნელება მშვიდად გადაიტანოთ, შეეცადეთ ლოიალური და მომთმენი იყოთ ნებისმიერი სახის ურთიერთობაში. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ნუ დაგეგმავთ მსხვილ ფინანსურ ოპერაციებს. ილუზიების შექმნის ალბათობა ამ პერიოდში ძალზე დიდია.

აუცილებლად გააკონტროლეთ თქვენი კვების რაციონი. იმიტომ რომ, ამ დღეებში საკვებით მოწამვლისა ან მედიკამენტებით ინტოქსიკაციის საფრთხე ერთიორად იმატებს. მოერიდეთ ალკოჰოლს და ზოგადად ნასვამი ხალხის საზოგადოებას. შესაძლებლობის ფარგლებში ნუ დაგეგმავთ თვითმფრინავით მოგზაურობას.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?