დაეძებს სტაბილურობას ურთიერთობასა და სიყვარულში. ეს ხომ უმთავრესი ფაქტორია საიმისოდ, რომ პიროვნებამ თავი სრულფასოვან პერსონად იგრძნოს. ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს ხუთი ყველაზე სტაბილური წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. მათი ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება
ვერძი & ტყუპი - ჰაერისა და ცეცხლის ურთიერთკავშირი წარმოშობს უზარმაზარ ენერგიას, რომელიც საბოლოო ჯამში გვაძლევს წყვილს შორის დიდ ფიზიკურ და მენტალურ მიზიდულობას. ვერძისა და ტყუპის წყვილი ხმაურიანი, თუმცა ოპტიმიზმის სავსე ოჯახია. ასეთ პარტნიორებს არასოდეს ბეზრდებათ ერთმანეთი.
მშვილდოსანი & ლომი - ორი ცეცხლის ნიშნის ერთ ჭერქვეშ ყოფნა უდრის სასიყვარულო ფეიერვერკს. ეს ორი ძლიერი ხასიათის ადამიანის კავშირია. ამიტომ თუკი ისინი საერთო მიზნებით ერთიანდებიან, მთებსაც დაძრავენ ადგილიდან დასახული გეგმების განსახორციელებლად.
სასწორი & ვერძი - ოპოზიციური ნიშნები, როგორიცაა ვერძი-სასწორის წყვილი, ყოველთვის ფლობენ ერთმანეთის დაბალანსებისა და "შევსების" შესაძლებლობებს. აქ მთავარი კომპრომისის საკითხია. თუკი ეს მოხერხდა, ამგვარი წყვილი ერთი სულისკვეთებით შეკრული მთლიანობა იქნება.
ქალწული & მერწყული - ერთსაც და მეორესაც მიეცა ნიჭი მუდმივად განვითარდნენ და სამყაროც შეცვალონ გარშემო. ამასთან ერთად, მერწყულის პროგრესიული იდეების განსახორციელებლად ქალწულზე უკეთეს ადამიანს ვერ იპოვნით. შესაბამისად, მერწყულის კრეატივითა და ქალწულის ლოგიკით არაერთი დიადი მიზნის განხორციელება შეიძლება ამ წყვილისთვის.
თევზები & კურო - წყალი მიწას კვებავს, მიწა კი თავის მხრივ მოსავალს იძლევა. თქმა არ უნდა, რომ თევზები-კუროს წყვილი ერთ-ერთი პერსპექტიული კავშირია. ეს არის ინ და იან ენერგიების ჰარმონიული შერწყმა. კუროს პრაქტიკულობა და მზრუნველობა არის ზუსტად ის, რაც მეოცნებე თევზებს აკლია, თავის მხრივ, კი თევზების გულის სითბო კუროს ნებისმიერი მიზნის რეალობად ქცევის სტიმულს აძლევს.