3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც სახელის მოსახვეჭად ყველაფერს იკადრებს

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც სახელის მოსახვეჭად ყველაფერს იკადრებს

ინფორმაციის თავისებურ წყაროს წარმოადგენს, რომელიც გარკვეულ სეგმენტზე იყიდება. თუმცა, პიარიც არის და პიარიც, ზომიერების დაცვა დამეთანხმებით, ყველას მოეთხოვება. თანაც, ნუ დაგავიწყდებათ, რომ სამყარო კანონზომიერია, ამიტომ სხვის უბედურებაზე აგებულ ბედნიერებას ან თუნდაც პოპულარობის მოპოვებას, არასოდეს ექნება მყარი საფუძველი.

ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ არსებობენ ზოდიაქოს ნიშენები, რომელთაც საკუთარი თავის გადამეტებული სიყვარული, დიდი დოზით ეგოიზმი, სამსახიობო ტალანტი და ყურადღების ცენტრში ყოფნის მუდმივი მოთხოვნილება ახასიათებთ.

განსაკუთრებით ამბიციურ და სკანდალისტ ნიშნებს შორის მოხვდნენ:

მორიელები 98% - ამ ხალხისთვის ძალაუფლება ამქვეყნად ყველაფერზე ძვირფასია. თუმცა, მორიელს მოსწონს ხალხით (დიდი მასებით) მანიპულირება და არა უშუალოდ მათი მართვა. ამიტომ ხშირად აგდებს პუბლიკას შოშკი საკუთარი ექსტრემალური, ხშირად გასაკიცხი და არაეთიკური საქციელითაც კი. მისი აზრით, "შავი პიარიც, პიარია - თანაც, გაცილებით უფრო ეფექტური". მორიელის მიერ დადგმული ნებისმიერი "სახალხო შოუ" წინასწარ გათვლილ სცენარს ემყარება. მორიელი არასოდეს მოქმედებს სპონტანურად და თუ მოქმედებს, მაინც აბსოლუტური თვითრწმენა და ემოციების კონტროლი შეუძლია ამ დროს. ამიტომ მასში ეჭვი არავის შეეპარება.

მერწყულები 87% - საქმე იმაშია, რომ ამ ადამიანებს ზოგადად ახასიათებთ არაპროგნოზირებადობა ხასიათში. გარდა ამისა, მერწყული ექსცენტრიკული და თავისუფლების მოყვარე ნიშანია. მას მოსწონს საზოგადოების გაოცება ჩაცმულობით, თამამი შეხედულებებით სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, არატრადიციული მიდგომებით ზოგადად ცხოვრების მიმართ. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ეპატაჟის გამო არ აკეთებს ხშირად ამას, უბრალოდ თავმდაბლობის ნიღაბს მიღმა, შესანიშნავად გამოსდის იყოს თვითმყობადი და ორიგინალური.

ლომები 81% - ნებისმიერი ლომი გამოირჩევა უზომო პატივმოყვარეობითა და ამბიციით თუნდაც ნაბიჯ-ნახევარით იყოს სხვებზე წინ. ლომს სახელი ურჩევნია ფულსა და მატერიალურ სიკეთეებს. ამიტომ გაცილებით ბედნიერია, თუკი თანამდებობას შესთავაზებენ და არა ხელფასის მატებას, წყნარი სამუშაოს ფონზე. ეპატაჟის სიყვარულს ლომი ხშირად ზედმეტი ოქროს სამკაულის სიყვარულითაც ავლენს. გარდა ამისა, მამაკაც ლომებს მოსწონთ სხვების დასანახად უსაზღვრო და წრეგადასული ხელგაშლილობა, რითაც საზოგადოებას ყოველთვის აძლევს მასზე ჭორაობის საბაბს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?