გამოთქმა: "არ არის დალაგებული", ასეთი ეპითეტით ხშირად ამკობენ ხოლმე არასტანდარტულ, ექსცენტრიკულ და გამოკვეთილი ინდივიდუალიზმით დაჯილდოებულ ადამიანებს. ასტროლოგები კი თვლიან, რომ მსგავსი ნიშანთვისებებით გამორჩეული სულ სამი ნიშანია. ზუსტად ამ ნიშნებს შორის ვხვდებით ყველაზე არაპროგნოზირებად და არასერიოზულ ადამიანებს...
ტყუპი - ჰაერის ნიშანია, თანაც გაორებული. ამიტომ ნებისმიერი ტყუპის თავი სავსეა ჩიტებითა და ტარაკანებით, რომელსაც იგი გულუხვად უნაწილებს გარშემო მყოფებს. ტყუპი არაპროგნოზრებადები, თუმცა ნაკლებად ბოღმიანი ხალხის კატეგორიას განეკუთვნებიან. მათ უმეტესობას მოთმინება არ ჰყოფნის აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობები, ამიტომ დაწყებული საქმეები, როგორც წესი, არასოდეს მიჰყავთ ბოლომდე და საზოგადოებაში ხშირად იმკვიდრებენ არასაიმედო, არასერიოზული ადამიანის სახელს.
ქალწული - ალბათ გიკვირთ, ქალწულის სამეულში მოხვედრა, ერთი შეხედვით ხომ ეს ადამიანები წესრიგისა და დისციპლინის განსახიერებას მოგვაგონებენ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, იმიტომ რომ, ტყუპის მსგავსად ქალწულიც მუტაბელურ (ცვალებად) ნიშანთა კატეგორიას განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისგან ყველა სახის უცნაურობას უნდა ველოდოთ. ქალწული შეიძლება სისუფთავეზე გაგიჟებული უფროსი იყოს, რომელიც ოფისის თანამშრომლებს აიძულებს ხელები ყოველ საათში ერთხელ დაიბანონ. მან შეიძლება დასვენების დღეებშიც იმუშაოს, ხოლო უცნობ ადამიანებთან შეხვედრის შემდეგ საკუთარ კაბინეტში დეზინფექცია ჩაატაროს მიკრობების გასანეიტრალებლად.
მერწყული - ალბათ ყველაზე დიდი ექსცენტრიკოსია მთელ ზოდიაქოს შორის. ამასთან ერთად, საინტერესო ის არის, რომ მერწყული ხშირად არანორმალურად პოპულისტური მიზნების გამო იქცევა. დიახ, იგი თავისი ოპოზიციური ნიშნის ლომის მსგავსად, ამბიციურია და მოსწონს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა ლომივით ლიდერობას როდი ესწრაფვის... ურჩევნია საზოგადოება შოკში ჩააგდოს უცნაური გამოხდომებით, ჩაცმულობის სტილითა თუ ქცევის მანერით. ეს კი გარანტირებულად აძლევს მას პოპულარული გიჟის იმიჯს.