ყველაზე არასტაბილური ფსიქიკის მქონე და ნევროზული სამი ზოდიაქოს ნიშანი

ყველაზე არასტაბილური ფსიქიკის მქონე და ნევროზული სამი ზოდიაქოს ნიშანი

შესაბამისად, განსხვავებული გვაქვს. თუმცა ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები ვისაც ე.წ. "რკინის ნერვები" აქვს და არსებობენ განსაკუთრებით სენსიტიურები, ანუ ისინი, ვისაც ყველაზე მეტი შანსი აქვს გახდეს ნევროზის "კანდიდატი". დღეს გვინდა ზუსტად ამ ადამიანებზე გიამბოთ...

კურო - ერთი შეხედვით ალბათ ვერავინ იტყვის, რომ ასეთ მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანს სუსტი ნერვები აქვს. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ - კუროს ზოდიაქოს ვენერა მართავს, ამიტომ ამ ხალხს ორი დიდი სისუსტე აქვს, რომელიც ხელიდან არ უნდა გამოეცალოს, თუკი გსურთ, რომ ნევროზის კანდიდატად არ იქცეს. ეს არის მატერიალური კომფორტი და სიყვარული. თუმცა, კუროს ორივეს მხრივაც, საკმაოდ რაციონალური დამოკიდებულება აქვს. დიდხანს ირჩევს (აშენებს სიმყუდროვეს), თუმცა თუ მაინც ისე მოხდა, რომ ან ფინანსური სიმყარე დაკარგა, ან საყვარელი (უფრო კი შეჩვეული) ადამიანი აუცილებლად დაემართება მძაფრი ნევროზი.

ქალწული - ასტროლოგები თვლიან, რომ ნებისმიერ ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანში ჩადებულია "პოტენციური ნარკომანის" კოდი. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ხშირად უბრალოდ "იჩემებენ" რაღაცას ან ვიღაცას, შემდგომ ამისა კი მათი დაკარგვა ეძნელებათ და წამალდამოკიდებულივით ვარდებიან ე.წ. "ლომკაში". კუროს მსგავსად ქალწულიც ერთი შეხედვით რაციონალურ ადამიანად გამოიყურება. თუმცა, მათ უმეტესობას აქვს ნაკლი, ან დიდი ხნის მანძილზე საერთოდ არ იღებს ვინმეს (რამეს), ან თუ მიიღო შემდგომ ამისა რომც აცნობიერებდეს, რომ ეს ადამიანი (ან ჩვევა) დაღუპავს თავს ვერ ანებებს მას. ახლა ხვდებით საიდან იღებს სათავეს ქალწულის ნევროზი?

თევზები -

ნეპტუნი, ქაოსისა და გაურკვევლობების მომტანი პლანეტა, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავ,ს პროფესიონალური ასტროლოგიის მიხედვით სულიერი დაავადებებისა და ფსიქოლოგიური აშლილობის ინდიკატორადაც არის მიჩნეული. ამიტომ ნებისმიერი თევზის ნიშნით დაბადებული ადამიანი, საოცრად სათუთი და სენსიტიური ფსიქიკით გამოირჩევა. თევზები თანამგრძნობები და გულმოწყალეები არიან, ამიტომ ხშირად თვალს ვერ უსწორებენ ცხოვრებისეულ სასტიკ სინამდვილეს, სტკივათ როგორც სხვისი, ისე საკუთარი უიღბლობა და ტკივილი, რაც ხშირად აისახება ნევროზებსა და სულიერ აშლილობაში. ამ ყველაფერს კი ხშირად ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების ცდუნებაც ემატება. ამიტომ თევზებმა ყველაზე მეტად უნდა აკონტროლონ თავი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?