ყველაზე კარგი თანამშრომლები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ყველაზე კარგი თანამშრომლები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რომ სამსახურში კადრების სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული ბევრი წარმატებული კორპორაციის ბედი. ამიტომ თუკი თქვენ ამა თუ იმ კომპანიის უფროსი ხართ, ჩვენი სტატია ნამდვილად გამოგადგებათ საკადრო პოლიტიკის სწორად წარმართვაში:

მაშ ასე, რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან ყველაზე პერსპექტიული თანამშრომლები:

ვერძი

ამ ხალხის უმეტესობას თავში ნოვატორული იდეების მთელი ბუდე აქვს. გარდა ამისა, ისინი გასაოცრად ენერგიულები, შემტევები და შრომისუნარიანებიც არიან, რაც დამეთანხმებით ძალზე დიდი პლუსია კარგი ხელქვეითის შემთხვევაში. თუკი ვერძ თანამშრომელს არადიქტატორულად მიუდგებით, მის მიმართ ლოიალურ მიდგომას შეინარჩუნებთ და ნაკლებად შეზღუდავთ პროფესიული თვალსაზრისით, შეგიძლიათ თამამად ანდოთ ნებისმიერი "მკვდარი" პროექტის მოქოქვა და ადგილიდან დაძვრა. მისი უშრეტი ენერგია და მარსიანული ცეცხლი, როცა სწორი გზითა და მოტივირებულად არის მიმართული, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ იმაში, რომ ეს ადამიანი თქვენი ფირმისთვის სოლიდური კაპიტალის შემოდინების უწყვეტი წყარო იქნება.

თხის რქა

მას შეუძლია საკუთარი ინტერესები, პირადი ცხოვრება და თავიც კი გადადოს სამსახურისთვის. თხის რქები უზომოდ მოწესრიგებული, პატიოსანი, დისციპლინირებული და გაწონასწორებული ხალხის კატეგორიას განეკუთვნებიან. ამიტომ დაკისრებულ მოვალეობას

ნებისმიერი ხელქვეითი თხის რქა უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება და რაც არ უნდა დიდი იყოს ჯაფა მის სისრულეში მოსაყვანად, არასოდეს მიგიტოვებთ საქმეს შუაგზაზე. ამასთან ერთად, თხის რქას გასაოცარი ამტანობა და სიჯიუტეც ახასიათებს, რის ხარჯზეც იგი ნებისმიერი ტიპის, თუნდაც ყველაზე რთულად დასამუშავებელ პროექტზე შეგიძლიათ დაასაქმოთ. ასეთივე სიმშვიდით შეგიძლიათ მიანდოთ მას დანარჩენი თანამშრომლების კონტროლის და მკაცრი "დედლაინების" დროულად აღნუსხვა-შესრულების საქმეც. იგი ამ მოვალეობასაც წარმატებით და ღირსეულად გაართმევს თავს.

კირჩხიბი

მისთვის სამსახური "მეორე სახლია", ოღონდ იმ პირობით, რომ თავი იქ მან შინაურად უნდა იგრძნოს. აქედან გამომდინარე, როცა კირჩხიბი ხელქვეითი აგყავთ სამსახურში, უნდა იზრუნოთ იმაზეც, რომ ამ ადამიანმა თქვენი კომპანია მშობლიურ ბუდედ გაითავისოს, რის შემდეგაც იგი ნაბიჯ-ნაბიჯ და მზრუნველობით შეუდგება მის საფუძვლიან შენებას. ამ ადამიანების კიდევ ერთი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მათ ხანგრძლივი დროის მანძილზე შეუძლიათ ერთი და იმავე დამქირავებლის ერთგულება, მიუხედავად იმისა, რომ ფული კირჩხიბს სხვა ზოდიაქოს ნიშნებზე ნაკლებად (თუ მეტად არა) ნამდვილად არ აინტერესებს. მაგრამ ემოციური მიჯაჭვულობის მომენტი, რომელსაც თქვენი კირჩხიბი თანამშრომელი განიცდის კოლეგებისა და შეჩვეული სამუშაო ადგილის მიმართ, ხშირად არ აძლევს საშუალებას მას, რომ სხვა უფრო "თბილ" ადგილზე გადაინაცვლოს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?