თავსებადობის საკითხს უკავშირდება. ამ მხრივ არც ჩვენი საიტი გახლავთ გამონაკლისი. შესაბამისად, ფორუმის და კითხვა-პასუხის რეჟიმის მეშვეობით ძალზე ხშირად ვიღებთ მსგავსი თემატიკის შეკითხვებს. თუკი დეტალურად ვიმსჯელებთ ორ ადამიანს შორის ჰარმონიული თანაარსებობის საკითხი მათი ინდივიდუალური ჰოროსკოპების შედარებითი ანალიზით უნდა დადგინდეს. თუმცა, მე მინდა ამჯერად შემოგთავაზოთ პოლონელი ასტროლოგის აგნიესკა ბოჟანოვსკის მიერ ჩატარებული საინტერესო კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც მან სცადა დაედგინა პროცენტულობის მიხედვით განქორწინებისა და ჰარმონიული, ხანგრძლივი თანაცხოვრებისკენ მიდრეკილი წყვილების საშუალო მაჩვენებელი:
ჰარმონიული წყვილები:
კურო-ქალწული 90 %
მორიელი - თხის რქა 88 %
ვერძი -ლომი 72 %
კირჩხიბი - თხის რქა 68 %
ტყუპი - მერწყული 60 %
რთულად თავსებადი წყვილები :
თხის რქა - სასწორი 96 %
მორიელი - ტყუპი 87 %
მშვილდოსანი - კურო 82 %
მერწყული - ქალწული 78 %
ვერძი - ქალწული 65 %