ყველაზე მომთმენი, ამტანი და სტრესგამძლე ზოდიაქოს ნიშნები

ყველაზე მომთმენი, ამტანი და სტრესგამძლე ზოდიაქოს ნიშნები

მყარი ნერვული სისტემით ამ მხრივ, მიწის სტიქიის წარმომადგენლებს შეუძლიათ ყველაზე უფრო მოიწონონ თავი. თუმცა, მათ არც ჰაერის სტიქია ჩამორჩება... ყველაზე მოწყვლადი კი წყალი გახლავთ. თუმცა, მოდით, უფრო დეტალურად აგიხსნით.

განსაკუთრებული ნებისყოფითა და გამძლეობით გამორჩეულ ნიშნებად ასტროლოგები თხის რქებს, კუროებსა და მორიელებს მიიჩნევენ. მართალია, მორიელი წყლის სტიქიის ნიშანია, მაგრამ ემოციურობასთან ერთად მას უზომოდ დიდი მოთმინების უნარიც გააჩნია. თხის რქა და კურო კი მშვიდი ნერვების ხარჯზე ახერხებენ სტრესის მიმართ მდგრადობას.

მალე ივიწყებენ წყენას და ნერვიულობას ჰაერის სტიქიის ნიშნები – ტყუპს, სასწორებსა და მერწყულებს ხანგრძლივი ვადით დარდი არაფერზე ახასიათებთ. იმავეს თქმა შეიძლება მშვილდოსანზეც. თუმცა, იგი ცეცხლის ნიშნებს განეკუთვნება, ყველაზე ნაკლებადაა მიდრეკილი სტრესისა და ნევროზისკენ.

მეტ-ნაკლებად მიდრეკილნი არიან სტრესისკენ ვერძები და ლომები. ამასთან, გარეგნული თავდაჯერებულობის მიუხედავად, ლომი ყველაზე სუსტია სტრესთან. მას ნერვიულობის გამო გულის პრობლემები ექმნება, რაც ხშირად შეუქცევად პროცესებს იწვევს ხოლმე ჯანმრთელობის კუთხით.

დაბოლოს, ყველაზე "სტრესდამოკიდებულ" ნიშნებად ასტროლოგები კირჩხიბებსა და თევზებს მოიაზრებენ. ამასთან, კირჩხიბი უფრო გამძლეა ვიდრე თევზები. კირჩხიბს ძალა შესწევს პირველი შოკისა და პანიკის შემდეგ, ნებისმიერი პრობლემა გადახარშოს და ახლებური ხედვით სცადოს მისი დამარცხება. რასაც ვერ ვიტყვით თევზებზე. მათთვის დეპრესიული ფონი საკმაოდ ხანგრძილი ვადითაც კი შეიძლება გაგრძელდეს თუკი ვინმე გაცილებით უფრო ძლიერი ადამიანი არ იზრუნებს მის თვითშეფასებაზე.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?