ცოცხლობს ბავშვი. თუმცა, ზოგიერთი ზრდასრულის ცხოვრებაში ეს ბავშვი რეალურად აგრძელებს არსებობას. ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს სამი ყველაზე ინფანტილური და ბავშვური ხასიათის მქონე ზოდიაქოს ნიშანი.
ვერძი - ვერძის ზოდიაქოს ნიშანი სიმბოლურად "ზოდიაქოს ბავშვად" არის მიჩნეული. იმიტომ რომ, მისით იწყება ზოდიაქოს რკალი. ვერძები მართლაც რომ საოცრად ინფანტილურები, გულუბრყვილოები და ბავშვურები არიან. მათი გულწრფელობა ზოგჯერ გაოცებასაც კი იწვევს. უმეტესობას არ შეუძლია ტყუილი და საოცრად ეგოცენტრიკულები არიან, რაც იმაში ვლინდება, რომ როგორც პატარა ბავშვს ვერძსაც მუდმივად აქვს სურვილი თავისი გაიტანოს ყველგან და ყველაფერში.
კირჩხიბი - ემოციური, სენსიტიური და გასაოცარი ინტუიციით დაჯილდოებული კირჩხიბები აღმერთებენ ოჯახს, საკუთარ კერას და ნათესავებს. კირჩხიბისთვის მნიშვნელოვანია დედის და მამის როლი ცხოვრებაში, ამიტომ დიდხანს ვერ გამოდის ბავშვობის ასაკიდან და როცა უკვე დიდია, ნოსტალგიით იგონებს ხოლმე წარსულს. მისთვის დამახასიათებელია საკუთარი ბავშვობის ხანის იდეალიზირება, ამიტომ მათი ნება რომ იყოს, არც არასოდეს ისურვებდნენ გაზრდას. არიან ბავშვურად პრეტენზიულები და ბუტიები.
მშვილდოსანი - მხიარული, ოპტიმისტი და მეოცნებე მშვილდოსანი ყოველთვის დაეძებს ცხოვრებაში თავგადასავლებს და სჯერა სასწაულების. მშვილდოსნები ვერძების მსგავსად საოცრად გულუბრყვილოები, უბოროტოები და გულითადები არიან. მათ უყვართ სიცოცხლე მის ნებისმიერ გამოვლინებაში ჯიუტად არ სურთ ხოლმე თვალი გაუსწორონ ცხოვრებისეულ პრობლემებსა და სირთულეებს. ისინი ერთობიან ცხოვრებით, ბოლომდე იღებენ მისგან მაქსიმალურად ყველა დადებით ემოციას და როგორც პატარა ბავშვები, აღფრთოვანებული არიან ყოველი ახალი დღით.