ავტორი:

ზოდიაქის ნიშნები, რომლებმაც წლის ბოლომდე კარმა უნდა გაისუფთაონ

ზოდიაქის ნიშნები, რომლებმაც წლის ბოლომდე კარმა უნდა გაისუფთაონ

ასტროლოგები გვახსენებენ, რომ რაც უფრო სუფთა გვექნება კარმა, მით მეტ სარგებელს მოგვიტანს ახალი, 2020 წელი. მათ დაასახელეს ოთხი ნიშანი, რომლებიც კარმის მორიგ გაწმენდას სხვა ნიშნებზე მეტად საჭიროებენ.

  • ქალწული

2019 წელს უმარავ საქმეში იყავით ჩართული. ზოგი მოაგვარეთ, ზოგმა სულიერად და მორალურად გაგაწამათ. გასათვალისწინებელია დამოკიდებულება ახლობლებთანაც. ეცადეთ, მეტად მზრუნველი იყოთ ახლო ნათესავების მიმართ, დაიმსახუროთ მათი კეთილგანწყობა. თუ თქვენს ცხოვრებაში სასიყვარულო ინტრიგები და რომანებია, კარგად გაანალიზეთ ყველა მომენტი, განსაკუთრებით, სადაც ეჭვი გეპარებათ არჩევანში.

  • კურო

ვარსკვლავებმა ყველაფერი იციან! თქვენი არაკეთილსინდისიერი ქცევებით მათი განსაკუთრებული ყურადღება მიიქციეთ. იქნება, დროა, მოიცილოთ ეგოიზმი და გარშემო მყოფების ბედნიერებაზეც დაფიქრდეთ. საკუთარ თავზე მუშაობა საუკეთესო შედეგებს მოგიტანთ მომავალ წელს.

  • ვერძი

თუ კარგად დაფიქრდებით და საკუთარ თავს ობიექტურად შეაფასებთ, მიხვდებით, რომ ზედმეტად აგრესიული და ემოციური იყავით. კარმა დაიბინძურეთ ჭორებით, სხვათა ცხოვრების, საქციელის განსჯით. დროა, ამოქმედდეთ, მეტად მშვიდი გახდეთ და სასიკეთოდ დაასრულოთ 2019 წელი.

  • მშვილდოსანი

თქვენ ჯიუტად განაგრძობდით გარშემო მყოფების ბედით მანიპულირებას, რითაც კარმა დაიბინძურეთ. გარდა ამისა, უსიამოვნებებიც მოიზიდეთ. შეეხმიანეთ იმ ადამიანებს, ვისაც უსიამოვნებები მოუტანეთ და ეცადეთ, მათი კეთილგანწყობა ისევ მოიპოვოთ. თუნდაც, ბოდიშის მოხდით. წყენა წავა და მის ადგილს სიმშვიდე და კეთილდღეობა დაიმკვიდრებს.

5 რამ, რასაც ბედნიერი ადამიანები დილით საწოლიდან ადგომამდე აკეთებენ

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

ნუმეროლოგიური გამოთვლები: რას მოიტანს 2020 წელი თქვენს ცხოვრებაში და რა ცვლილებებია გარდაუვალი?