ზოდიაქოს 12-ივე ნიშნის „ბაჯაღლო“ თვისება, რომელიც მას შეუცვლელს ხდის

ზოდიაქოს 12-ივე ნიშნის „ბაჯაღლო“ თვისება, რომელიც მას შეუცვლელს ხდის

უბრალოდ არსებობენ ადამიანები, ვისაც მარტივად გამოსდის იყოს ცუდი და არც ცდილობს საკუთარ თავში დადებითი თვისებების წამოწევას. არადა, დადებითი თვისებები იცოცხლე ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშანს გააჩნია ბლომად. მათ შორის კი თითოეულ მათგანს აქვს ერთი, განსაკუთრებული და "ბაჯაღლო" თვისება, ის რითაც იგი დანარჩენ "თანამეზოდიაქოვეებს" ჯობია...

ვერძის საუკეთესო თვისება უბოროტობაა. ეს ხალხი არასოდეს ფიქრობს შურისძიებაზე და მალე ავიწყდება წყენა.

კუროს საუკეთესო თვისება არის საიმედოობა. კუროები საოცრად ერთგული ხალხია. სიკვდილამდე.

ტყუპის საუკეთესო თვისება არის სიმსუბუქე. არ არსებობს ტყუპი, რომელიც დაგღლით და თავს მოგაბეზრებთ საკუთარი პრობლემებით.

კირჩხიბის საუკეთესო თვისება ზრუნვის ნიჭია. კირჩხიბზე მოსიყვარულე ადამიანს ვერსად ნახავთ მთელ მსოფლიოში.

ლომის საუკეთესო თვისება სიკეთეა. ლომებს უზომოდ დიდი გული აქვთ და ყველა ეტევა მათ გულში.

ქალწულის საუკეთესო თვისებაა პასუხისმგებლობა. არ არსებობს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულმა არ შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება.

სასწორის საუკეთესო თვისებაა სამართლიანობა. სასწორი არასოდეს დაიჭერს უსამართლო ადამიანების მხარეს.

მორიელის საუკეთესო თვისებაა ბრძოლისუნარიანობა. მორიელები ყველაზე დიდი ცხოვრებისეული სირთულეების წინაშეც კი არ იხრიან ხოლმე ქედს.

მშვილდოსნის საუკეთესო თვისებაა გულუხვობა. არ არსებობს ბუნებაში მეწვრილმანე და ძუნწი მშვილდოსანი.

თხის რქის საუკეთესო თვისებაა ამტანობა. თხის რქას შეუძლია ახლობელი ადამიანების ტვირთიც კი იკისროს საკუთარ თავზე.

მერწყულის საუკეთესო თვისებაა ლოიალურობა. მერწყული არასოდეს განსჯის ადამიანებს.

თევზების საუკეთესო თვისებაა თანადგომა. თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი ადამიანის გაგება და მიტევება.